საინტერესო
12.07.2016 / 06:07
შრიფტის ზომა:

რატომ არის ზოგიერთი კვერცხი ყავისფერი?

რატომ არის ზოგიერთი კვერცხი ყავისფერი?

როდესაც საქმე საკვებს ეხება, ერთი ოქროს წესი არსებობს: ყავისფერი ყველაფერი უკეთესია. ყავისფერი პური, ხორბლის მაკარონი, ყავისფერი შაქარი და ა.შ. თუმცა, ასეა თუ არა ყავისფერი კვერცხის შემთხვევაშიც?

და რა ხდება სინამდვილეში?

როგორც აღმოჩნდა, კვერცხის ნაჭუჭების განსხვავებული ფერი ქათმის ჯიშსა და მის რაციონზეა დამოკიდებული.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

კვერცხის შეფერილობა ისეთივე მემკვიდრეობითი ნიშნითაა, როგორიც ბუმბულის შეფერილობა. ქათმებს და სხვა შინაურ ცხოველებს კვერცხის ნაჭუჭის ფერი, როგორც წესი, ჯიშზეცაა დამოკიდებული. ლეგგორნები, მაგალითად თეთრ კვერცხებს დებენ, ვიანდოტები - ყავისფერს. სამხრეთამერიკული ჯიშის არაუკანას ქათმები ცისფერ კვერცხებს დებენ. თუმცა, ერთი ჯიშის სხვადასხვა ქათამი ზოგჯერ განსხვავებული ფერის კვერცხებს დებს.

კვერცხებს ყავისფერს ანიჭებს პიგმენტი პროტოპორფინი.

ნაჭუჭის ფერზე ნაწილობრივ ზემოქმედებს ფრინველების რაციონი: ზოგი ამინომჟავების დეფიციტის დროს შეფერილობის ინტენსივობა სუსტდება. მაგრამ მათ ხარისხზე ეს გავლენას არ ახდენს.

კვერცხის შენახვისას მთავარია:

- მუდმივად შევინარჩუნოთ სიგრილე - 20 0 C-ზე მაღალ ტემპერატურაზე კვერცხი გაფუჭებას იწყებს;

- არ დაზიანდეს კვერცხის ნაჭუჭი და თხელი აპკი, რომელიც ნაჭუჭს გარედან აკრავს და მიკრობებისგან იცავს, ამიტომ არაფრით არ შეიძლება შესანახი კვერცხის გარეცხვა ან უხეშად გაწმენდა - ამ დროს დამცავი აპკი ზიანდება და ნაჭუჭში იოლად იჭრება მიკრობები. დაზიანებული ნაჭუჭიდან კვერცხში ასევე შეიძლება შეიჭრან მავნე მიკრობები, შიგნით გამრავლდნენ და მოწამვლა გამოიწვიონ.

 

მომზადებულია food.ndtv.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ფოთში კორპუსის მესამე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა - მისი მდგომარეობა მძიმეა | Allnews.Ge

ფოთში კორპუსის მესამე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა - მისი მდგომარეობა მძიმეა

ფოთში, თამარ მეფის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მოგვიანებით კი ბავშვი რეანომობილით ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. მას მრავლობითი დაზიანებები თავის არეში და ასევე მთელ სხეულზე აღენიშნება.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.