24 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
15.09.2017 / 12:09
შრიფტის ზომა:

ხელვაჩაურში ჯილეხით დაავადების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

ხელვაჩაურში ჯილეხით დაავადების შედეგად მეორე ცხოველი დაეცა,- ამის შესახებ სურსათის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს. ტერიტორიაზე სადენზიფექციო სამუშაოები ჩატარდა.

დაცემული ცხოველი კი სააგენტოს წარმომადგენლებმა დაწვეს და დამარხეს. უწყებაში ამბობენ, რომ ჯილეხით დაავადების გავრცელების საშიშროება არ არსებობს, იგი მხოლოდ ერთ კონკრეტულ კერას მოიცავს.

"ჯილეხის მეორე შემთხვევა იმავე კერაში დაფიქსირდა. ცხოველი ისევ იმ საძოვარზე დაეცა, სადაც პირველი შემთხვევა იყო. ეს ჯილეხის დაავადებას ახასიათებს, რადგან იგი ძირითადად კერობრივი დაავადებაა. მხოლოდ აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებობს საფრთხე. დაცემულ ცხოველს საყურე ნიშანი არ ჰქონდა, რის გამოც მეპატრონეს ვერ მივაკვლიეთ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

კანონის გათვალისწინებით ყველა ღონისძიება ჩატარდა. ცხოველის დაწვა, დამარხვა მოხდა. სადაც ეს ცხოველი დაეცა, სადენზიფექციო სამუშაოები ჩატარდა",- განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა ავალიანმა.

რამდენიმე დღის წინ ხელვაჩაურში ჯილეხის დაავადების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ხელვაჩაურში ჯილეხით დაავადების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა | Allnews.Ge