
პეკინის ქუჩაზე 1 კმ-იანი ველობილიკი კეთდება. სამუშაოები ნაწილობრივ დასრულებულია და ერთ მონაკვეთზე ველობილიკი უკვე მოწყობილია. როგორც თბილისის მერია იტყობინება, 2,80 მეტრის სიგანის ველობილიკი ბულაჩაურის ქუჩიდან მიროტაძის ქუჩამდე იქნება.
ველობილიკზე ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი. თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახური იქ შესაბამის ნიშნებს განათავსებს.
მტკვრის სანაპიროზე ველობილიკი მოეწყო
პეკინის ქუჩა ცალმხრივი იქნება - შეიცვლება სატრანსპორტო მოძრაობის გეგმა
იხილეთ ინგლისურენოვანი სტატია: Bike lane is almost ready on Pekini Street, Tbilisi