
მექსიკაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 220-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ათობით ადამიანი კი ნანგრევებშია მოყოლილი. მიწიძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ პუებლა-დე-სარაგოსასთან იყო. მისმა სიმძლავრემ 7,1 მაგნიტუდა შეადგინა.
სტიქიამ სერიოზული ზიანი მიაყენა ქვეყანას. როგორც მექსიკის პრეზიდენტი, ენრიკე პენია ნიეტო აცხადებს, ერთ-ერთი სკოლის შენობის ჩამონგრევის შედეგად 20-ზე მეტი ბავშვია დაღუპული.
მიწისძვრის გამო დაიხურა ბენიტო ხუარესის სახელობის მეხიკოს საერთაშორისო აეროპორტი. აეროპორტის ადმინისტრაციის ცნობით, აეროპორტი დახურული იქნება, ვიდრე სრულად ინფრასტრუქტურა არ შემოწმდება.