01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ქობულეთში სამაშველო სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს | Allnews.Ge

ქობულეთში სამაშველო სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს

ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, სოფლებთან მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოებო ტარდება. ადგილობრივი მთავრობა დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას სწავლობს.

"სოფელ ქობულეთში დილიდან გამგებლის მოადგილის, მალხაზ რომანაძის თავმჯდომარეობით სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი შეიკრიბა, რომელსაც აჭარის საგზაო დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჩიქოვანი და აჭარის უმაღლეს საბჭოში ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი რომანაძე ესწრებოდნენ. შტაბის სხდომაზე სტიქიის სალიკვიდაციო გეგმა შეიმუშავეს. საგანგებო რეჟიმში მუშაობს სამაშველო სამსახური, მობილური ბრიგადები და ელექტრიკოსთა ჯგუფები.

ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში მდგომარეობა სტაბილურია. ინტენსიურად იწმინდება ჩახერგილი სასოფლო გზები. საგზაო დეპრტამენტის ორგანიზებით 7 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს. მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები, ასევე, დაწყებულია დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შესწავლა",- აცხადებენ ქობულეთის გამგეობაში.

სტიქიის შედეგები ქობულეთში - მეწყერის ქვეშ ავტომობილი მოყვა, რომელშიც ბავშვები იმყოფებოდნენ