საზოგადოება
21.12.2017 / 17:12
შრიფტის ზომა:

თბილისში, თრიალეთის ქუჩაზე პოლიციის თანამშრომელი დაჭრილი იპოვეს

თბილისში, თრიალეთის ქუჩაზე პოლიციის თანამშრომელი დაჭრილი იპოვეს

დაცვის პოლიციის ტერიტორიაზე შსს-ს თანამშრომელი დაჭრილი იპოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, შემთხვევა თრიალეთის ქუჩაზე მოხდა.

პოლიციის თანამშრომელი დაჭრილი ავტოსადგომზე ნახეს. მას ცივი იარაღით ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

პოლიციის თანამშრომლის დაჭრის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა საქმე თვითდაზიანებას ეხებოდეს.

აღსანიშნავია, რომ დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მკითხველის კომენტარები
(4)

Giorgi
21 ივნისი , 2016 14:06

Deda utira aemis gageba eklda qartvelebs da exla yvela mag chempionatis gamarjvebaze ipiqrebs

თაზო
21 ივნისი , 2016 08:06

ჩვენი ფეხბურთის ნაკრები რომ გაუშვათ?

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

როგორი ზამთარი იქნება წელს საქართველოში? | Allnews.Ge

როგორი ზამთარი იქნება წელს საქართველოში?

იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანაში გასულ ზაფხულს გვალვა ხანგრძლივად გაგრძელდა და ძალიან ცხელი ზაფხული იყო, რამაც ზარალიც გამოიწვია, ჩნდება კითხვა, - როგორი იქნება ზამთარი? ამბობენ, უმკაცრესიო...

სწორედ ამის გასარკვევად გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსს, რამაზ ჭითანავას მივმართეთ.

"გვალვა გამორჩეული და იშვიათი მოვლენა არ არის. ბოლო 50 წლების განმავლობაში ბევრად გახშირებულია, ვიდრე ადრეულ წლებში ყოფილა, რასაც მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში, კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ. გვალვა, თუ გახსოვთ, 2000 წელსაც მასშტაბური იყო, რომელმაც სერიოზული ზარალი გამოიწვია, დაახლოებით 300 მლნ ლარი. წლევანდელიც მნიშვნელოვანი იყო, ხანგრძლივი და ზარალიც დიდია, მაგრამ არ მგონია, მთლად იმ დონის იყოს, როგორც 2000 წელს", - ამბობს რამაზ ჭითანავა.

რაც შეეხება მომავალი ამინდის პროგნოზს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რესპონდენტის თქმით, შესაძლოა, ტემპერატურამ დაიკლოს (უკვე დაიკლო კიდეც), იყოს ნალექი, ზოგან ჭარბი და წყალმოვარდნაც. მაღალ მთაში წვიმა თოვლში გადაიზარდოს. ზოგადად კი შემოიჭრება ჩრდილოეთიდან ჰაერის ცივი და ნოტიო მასები.

- და ასე გაგრძელდება?

- ტემპერატურა თანდათან ისევ აიწევს. მთლიანობაში რომ ვთქვათ, ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი, რომელიც მთელ მსოფლიოში გარკვეული დაკვირვებით დგება, მოსალოდნელი ზამთარის შესახებ არ არის სწორი. შარშანაც ასე ამბობდნენ, მაგრამ არ გამართლდა.

- მოკლედ, მოარული ხმა, რომ მომავალი ზამთარი ანომალური იქნება, არ დასტურდება.

- რაც უფრო დიდია წინსწრება პროგნოზირებისა, მით უფრო ნაკლებია მათი გამართლებადობა. ჩვენ გვაქვს წვდომა მსოფლიო მოწინავე პროგნოზის ცენტრებთან, ვიცნობთ მათ მონაცემებს, და ამიტომ ვერც დავადასტურებთ, რომ განსაკუთრებით მკაცრი იქნება ეს ზამთარი. ჯერჯერობით არანაირი საფუძველი არ არის იმის, რომ განსაკუთრებით ანომალურად ცივ ზამთარს უნდა ველოდოთ.

- ანომალიური გვალვა, ჭარბი ნალექი, წყალდიდობა და წყალმოვარდნები ძირითადად კლიმატის გლობალურ ცვლას უკავშირდება, ხომ?

- ეს ყველაფერი დაკავშირებულია გლობალურ პრობლემასთან, ზოგადად კლიმატის ცვლილებასთან. ამ პროცესმა გამოიწვია მთელი კლიმატური პროცესის აღრევა, მათ შორის, საქართველოში...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE