
როგორ ვმართოთ ავტომობილი წვიმაში?
როგორც სპეციალისტები ამბობენ, წვიმის დროს მთავარი საშიშროება გზასთან ცუდი მოჭიდება და ხილვადობის გაუარესებაა. იზრდება სახიფათო სიტუაციაში მოხვედრის რისკი.
ამასთან წვიმის დროს, განსაკუთრებით ღამით არის ავტომობილის მართვა რთული და სარისკო.
პირველი, რასაც სპეციალისტები გვირჩევენ, უნდა შევამციროთ სიჩქარე, ხოლო მანქანებს შორის დისტანცია გავზარდოთ. თავი მოვარიდოთ მკვეთრ მოძრაობას, მუხრუჭს. ასევე უნდა ვაკონტროლოთ საბურავების მდგომარეობა.
დღისითაც გამოვიყენოთ განათება, რათა სხვებისთვის მარტივად შესამჩნევები ვიყოთ.
წყარო: palitravideo.ge