
This is a modal window.
საცობები თბილისის მაცხოვრებლებს გადაადგილების პრობლემებს განსაკუთრებით, წვიმის დროს უქმნის ხოლმე. ამავე პრობლემის წინაშე თბილისელები დღესაც დადგნენ, რადგან დილიდან გადაუღებლად წვიმს. სოციალურ ქსელში საცობების შესახებ დღის განმავლობაში არაერთმა ადამიანმა დაწერა.
Google Map-ის მიხედვით, თბილისის რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა განსაკუთრებით გადატვირთულია. კერძოდ, საცობია რუსთაველის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და წერეთლის გამზირზე, ასევე მეტროსადგურ "დიდუბის" მიმდებარე ტერიტორიაზე, დიღმის მასივში, ვაშლიჯვრის დასახლებაში, მარჯანიშვილის ქუჩაზე, ბალანჩივაძის ქუჩაზე, მეტროსადგურ "ავლაბრისა" და "300 არაგველის" მიმდებარე ტერიტორიაზე.
საცობია ასევე სააკაძის მოედანზე და შარტავას ქუჩაზე, რომელიც მერიასთან მიმდინარე აქციის გამო გადაკეტილია. გადატვირთულია მოძრაობა მიმდებარე ქუჩებზეც.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საცობების ადგილმდებარეობები მუდმივად იცვლება, შესაბამისად, ზუსტად სად არის გადატვირთული მოძრაობა, ამის შესახებ უწყება ინფორმაციას ვერ ავრცელებს, თუმცა Allnews.ge-ს მკითხველს საცობებისთვის თვალის დევნება Google Map-ზე შეუძლიათ.
ფოტო: ზურა თვაური
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საცობები თბილისის მაცხოვრებლებს გადაადგილების პრობლემებს განსაკუთრებით, წვიმის დროს უქმნის ხოლმე. ამავე პრობლემის წინაშე თბილისელები დღესაც დადგნენ, რადგან დილიდან გადაუღებლად წვიმს. სოციალურ ქსელში საცობების შესახებ დღის განმავლობაში არაერთმა ადამიანმა დაწერა.
Google Map-ის მიხედვით, თბილისის რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა განსაკუთრებით გადატვირთულია. კერძოდ, საცობია რუსთაველის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და წერეთლის გამზირზე, ასევე მეტროსადგურ "დიდუბის" მიმდებარე ტერიტორიაზე, დიღმის მასივში, ვაშლიჯვრის დასახლებაში, მარჯანიშვილის ქუჩაზე, ბალანჩივაძის ქუჩაზე, მეტროსადგურ "ავლაბრისა" და "300 არაგველის" მიმდებარე ტერიტორიაზე.
საცობია ასევე სააკაძის მოედანზე და შარტავას ქუჩაზე, რომელიც მერიასთან მიმდინარე აქციის გამო გადაკეტილია. გადატვირთულია მოძრაობა მიმდებარე ქუჩებზეც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საცობების ადგილმდებარეობები მუდმივად იცვლება, შესაბამისად, ზუსტად სად არის გადატვირთული მოძრაობა, ამის შესახებ უწყება ინფორმაციას ვერ ავრცელებს, თუმცა Allnews.ge-ს მკითხველს საცობებისთვის თვალის დევნება Google Map-ზე შეუძლიათ.
ფოტო: ზურა თვაური
მკითხველის კომენტარები
(1)
ეჰ, რა გინდოდა, შვილო, რატომ არ გყოფნით არაფერი, რატომ ჩაიგდე ამ დღეში თავი?