
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი მამალაძე ექიმების განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, მას შემდეგ რაც დეკანოზმა საკვებისა და მედიკამენტების მიღება შეწყვიტა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
"შაქარი დაუვარდა და სამედიცინო კუთხით ძალიან დიდი კონტროლის ქვეშაა, ვინაიდან ნაოპერაციებია. ემოციური განწყობა, საკვებისა და მედიკამენტების არმიღება, ძალიან ცუდად მოქმედებს მამა გიორგის ჯანმრთელობაზე. ამჟამად მიმდინარეობს ანალიზების გამოკვლევა. ამ ადამიანს ჯანმრთელობას და სიცოცხლეს უნგრევენ", - განაცხადა რამიშვილმა.
ადვოკატის თქმით, ვინაიდან დეკანოზი ექიმების განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშაა, სამედიცინო პერსონალის გადასაწყვეტია, უნდა მოხდეს თუ არა მამა გიორგი მამალაძის გადაყვანა სამოქალაქო საავადმყოფოში.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლში გადაუკვალიფიცირა. გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეზე პროკურატურამ ძიება 27 აპრილს დაასრულა. საგამოძიებო უწყების ვერსიით, არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად, გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.
დეკანოზი სასამართლომ 5 სექტემბერს დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მამალაძეს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მამა გიორგი მამალაძე შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი მამალაძე ექიმების განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, მას შემდეგ რაც დეკანოზმა საკვებისა და მედიკამენტების მიღება შეწყვიტა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
"შაქარი დაუვარდა და სამედიცინო კუთხით ძალიან დიდი კონტროლის ქვეშაა, ვინაიდან ნაოპერაციებია. ემოციური განწყობა, საკვებისა და მედიკამენტების არმიღება, ძალიან ცუდად მოქმედებს მამა გიორგის ჯანმრთელობაზე. ამჟამად მიმდინარეობს ანალიზების გამოკვლევა. ამ ადამიანს ჯანმრთელობას და სიცოცხლეს უნგრევენ", - განაცხადა რამიშვილმა.
ადვოკატის თქმით, ვინაიდან დეკანოზი ექიმების განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშაა, სამედიცინო პერსონალის გადასაწყვეტია, უნდა მოხდეს თუ არა მამა გიორგი მამალაძის გადაყვანა სამოქალაქო საავადმყოფოში.
დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლში გადაუკვალიფიცირა. გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეზე პროკურატურამ ძიება 27 აპრილს დაასრულა. საგამოძიებო უწყების ვერსიით, არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად, გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.
დეკანოზი სასამართლომ 5 სექტემბერს დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მამალაძეს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მამა გიორგი მამალაძე შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ.
მკითხველის კომენტარები
(0)