საზოგადოება
18.12.2019 / 09:12
შრიფტის ზომა:

გრიპის სამივე ქვეტიპი გამოჩნდა, დაავადების შემთხვევების მატება ბოლო ორი კვირის განმავლობაში შეინიშნება

გრიპის სამივე ქვეტიპი გამოჩნდა, დაავადების შემთხვევების მატება ბოლო ორი კვირის განმავლობაში შეინიშნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, გრიპის ვირუსის შემთხვების მატება ბოლო ორი კვირის განმავლობაში შეინიშნება, თუმცა ეს მატება წინა წლებთან შედარებით ნაკლებია.

როგორც იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ დროისთვის ქვეყანაში გამოჩნდა გრიპის სამივე ქვეტიპი.

“მეორე კვირაა მატება დაწყებულია. ჯერჯერობით გაცილებით ნაკლებია, ვიდრე შარშან და შარშანწინ იყო ავადობა, ჰოსპიტალიზაციაც ნაკლებია, გამოჩნდა გრიპის სამივე ქვეტიპი. წამყვანია B ტიპის ვირუსი და ცირკულირებს ასევე H3 და H1, თუმცა წამყვან ვირუსად რჩება რონოვირუსი, უფრო სურდოთი და მსუბუქად მიმდინარეობს. ასევე ცირკულირებს რესპირატორული ვირუსები, ასევე ადენო და ენტეროვირუსები. შესალოა, ნებისმიერმა ვირუსმა გამოიწვიოს გართულება”,- განაცხადა იმნაძემ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მან პრევენციის ზომებზეც ისაუბრა და რეკომენდაციები გასცა. მისი ინფორმაციით, რისკჯგუფებში მყოფი ადამიანებიდან უკვე 90 ათასი, ხოლო კერძო სექტორში 40 ათასი ადამიანი აიცრა.

იმნაძის რეკომენდაციის მიხედვით აუცილებელია, ავადმყოფი ადამიანის სახლში დარჩენა, ხელების ხშირი დაბანა და ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისგან თავის შეკავება.

“90 ათასი ადამიანია აცრილი სახელმწიფო პროგრამით, ეს არის მაღალი რისკ ჯგუფის ადამიანები. დაახლოებით 40 ათასი ადამიანია კერძო სექტორში. აცრა ყოველთვის შეიძლება.

რეკომენდაცია ის არის, რომ ავადმყოფი უნდა იყოს სახლში, რომელიც მსუბუქ მდგომარეობაშია და დადის, არის გამავრცელებელი. ხელები ხშირად დავიბანოთ და მოვერიდოთ დახურულ სივრცეებში ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას”,- განაცხადა იმნაძემ.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ექსკლუზიური არხები საჩუქრად სილქ ტვ-ის ყველა აბონენტს! | Allnews.Ge

ექსკლუზიური არხები საჩუქრად სილქ ტვ-ის ყველა აბონენტს!

სილქნეტისგან საჩუქრები გრძელდება! სილქ ტვ-ის აბონენტებს თბილისში, ფასის შეუცვლელად, ათეულობით დამატებითი არხი გაუაქტიურდათ. მომხმარებლები, ექვსი თვის განმავლობაში, საუკეთესო სპორტულ, კინო და შემეცნებით კონტენტს საჩუქრად მიიღებენ.

შემეცნებითი და კინო არხების მიმართულებით, სილქ ტვ საქართველოს ბაზრის უპირობო ლიდერია. Amedia-ს და Fox-ის არხებზე წამყვანი სერიალების მსოფლიო პრემიერები გადის, ხოლო National Geographic-ის არხებზე National Geographic საქართველოს გამოცემაში წაკითხულ ისტორიების ნახვაა შესაძლებელი.

"რაც მთავარია, სილქნეტი ექსკლუზიურად ტრანსლირებს სილქ არხებს - გვაქვს ოთხი სპორტული არხი ყველა წამყვანი ჩემპიონატით, პრემიერ ლიგა, ლა ლიგა და ევროპა ლიგა მხოლოდ ჩვენთან გადის.

სილქის კინო არხებზე ყველაფერია: ჰოლივუდის ახალი ფილმები, ინდი კომედიები და საკულტო შედევრები. რაც მთავარია, ამ ფილმების ყურება შესაძლებელია როგორც ქართულად, ისე ორიგინალში".- განმარტეს სილქნეტში.

სილქ სპორტები ლუქს პაკეტის მქონე აბონენტებთან ავტომატურად გააქტიურდება, ყველა სხვა აბონენტს კი ათეულობით დამატებით კინო, შემეცნებით და საბავშვო არხზე გაეხსნება წვდომა.

დამატებითი ინფორმაცია და პირობები შეგიძლიათ იხილოთ სილქნეტის ვებ გვერდზე ან დაუკავშირდეთ სილქნეტის ცხელ ხაზს 2100100.