მოგზაურობა
05.05.2017 / 11:05
შრიფტის ზომა:

მარმარილოს ზღვის ნაწილი ნარინჯისფრად შეიღება

მარმარილოს ზღვის ნაწილი ნარინჯისფრად შეიღება

შავი და ხმელთაშუა ზღვების დამაკავშირებელი მარმარილოს ზღვის ნაწილი, ნარინჯისფრად შეიღება. მეცნიერთა თქმით, ნარინჯისფერ დინებას პლანქტონების განსაკუთრებული სახეობის გამრავლება იწვევს, რომელთა დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც არის შესაძლებელი. 

პლანქტონების ეს სახეობა გარეგნულად მედუზას ჰგავს, თუმცა მხოლოდ ჰგავს. სინამდვილეში ის სულ სხვა სახეობას განეკუთვნება, მისი პოვნა კი თურქეთის ნებისმიერ სანაპიროსთან შეიძლება. მეცნიერთა განმარტებით, გაზაფხულზე როდესაც ბუნება იღვიძებს, პლანქტონებიც აქტიურდებიან და სწრაფად მრავლდებიან, რაც იმხელა მასშტაბებს აღწევს, რომ ზღვის წყლისთვის შეფერილობის შეცვლა შუძლია.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ადგილობრივებს მეცნიერთა განმარტებაში ეჭვი შეაქვთ და ფიქრობენ, რომ წყლის მიერ ფერის ცვლილება შესაძლოა დაბინძურებით ან გემებიდან ქიმიური ნარჩენების გაჟონვით იყოს განპირობებული.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა | Allnews.Ge

დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

"თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, წუხელ, 23:00 საათიდან, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში განაცხადეს.

"ავტომანქანებისთვის მოძრაობა აიკრძალება გორგასლის მოედანზე, ჯვრის მამის ეკლესიამდე, ასევე, გორგასლის ქუჩაზე, მეტეხის ხიდიდან ჰეიდარ ალიევის სკვერამდე. გადაიკეტება ევროპის მოედანი, ღვინის აღმართი, ხოლო მეტეხის ქუჩაზე მოძრაობა ნებადართული იქნება ევროპის მოედნამდე.

მოძრაობა სრულად აიკრძალება მარცხენა სანაპიროზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდზე ამსვლელ პანდუსზე. პანდუსიდან ჩამომსვლელი ავტომანქანები კი ორ რიგად იმოძრავებენ კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის გავლით წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმართულებით.

მოძრაობა აიკრძალება გორგასლის ქუჩიდან ლეღვთახევის მიმართულებით, ასევე, იოსებ გრიშაშვილის ქუჩაზე - აბანოთუბნის მიმართულებით.

"თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებზე დასწრების მსურველებს ავტომანქანების გაჩერება შეეძლებათ ავლაბრის მოედანზე მდებარე მიწისქვეშა ავტოსადგომზე და მიმდებარე ქუჩებზე", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.