გიორგი მამალაძის ძმას საკუთარ სახლში თავს დაესხნენ
დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, მალხაზ მამალაძის საქმეზე გამოძიება ძარცვის მცდელობის მუხლით დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვის მცდელობას გულისხმობს.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, დღეს დილით, დეკანოზის კიდევ ერთ ძმას, მალხაზ მამალაძეს უცნობი პირი საკუთარ სახლში თავს დაესხა და ფულს სთხოვდა.
"დილით, ექვსის ნახევარზე ჩემს ძმას უცნობმა პირმა კარზე დაუკაკუნა. მას შავი ხელთათმანები ეკეთა და ქუდი ეხურა. ჩემმა ძმამ კარი გაუღა და აღნიშნულმა პირმა ჰკითხა, ნამდვილად მამა გიორგის ძმა იყო თუ არა, რაზეც ჩემი ძმა დაეთანხმა. მამაკაცი ჩემ ძმას ბეჭებში ეცა და ფულს სთხოვდა. მალხაზმა უთხრა, რომ თანხა არ ჰქონდა და სახლიდან გაქცევა მოახერხა, შემდეგ კი სამართალდამცველები გამოიძახა. ეს ყველაფერი პირდაპირ მუქარაზე მიუთითებს. წინა დღეებში გაკეთდა განცხადება, რომ უნდა შევეგუოთ მამა გიორგის სასჯელს. ეს ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ ხდება. მუქარაა პირდაპირ", - აცხადებს თორნიკე მამალაძე.
მკითხველის კომენტარები
(1)
ზღაპარს დაგიჯერებენ??? გეყოთ რა.....ოხროხინეები ვიღას ჭირდება????