07 ორშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რა ბედი ელის 1 ნოემბრამდე გამოწერილ ვიდეოჯარიმებს | Allnews.Ge

რა ბედი ელის 1 ნოემბრამდე გამოწერილ ვიდეოჯარიმებს

პირველი ნოემბრიდან ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ამოქმედდება. ახალი კანონის მიხედვით, ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღების შემდეგ, ჯარიმის 10 დღეში გადახდის შემთხვევაში პირი 20%-იანი შეღავათით ისარგებელებს.

გადაუხდელობის შემთხვევაში საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება.

საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შს სამინისტრო ქვითარს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს, რაც უკვე ჩაბარებულად ითვლება. დაფარვის ვადად კი 30 დღე იქნება.

Allnews.ge დაინტერესდა რა ბედი ეწევა პირველ ნოემბრამდე მიღებულ ვიდეოჯარიმებს. დღევანდელი კანონით, ვიდეოჯარიმის ქვითარი რეგისტრირებულ ადგილას მიდის, რაზეც ხელის მოწერის შემდეგ ის ჩაბარებულად ითვლება. 30 დღის განმავლობაში კი ის ვალდებულია ჯარიმა გადაიხადოს. იმ შემთხვევაში თუკი ჯარიმა მოქალაქემ 6 თვის განმავლობაში ვერ მიიღო, ის უქმდება.

როგორც Allnews-სთან სუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ძველ ვიდეოჯარიმებზე ახალი კანონი არ იმოქმედებს და შესაბამისად ჩაუბარებლობის შემთხვევაში იგი გაუქმდება. ხშირ შემთხვევაში მოქალაქე ერთ ადგილას არის დარეგისტრირებულ და მეორე ადგილას ცხოვრობს, შესაბამისად ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმირებული არ არის. როგორც უწყებაში აცხადებენ, მსგავს შემთხვევებზე ძველ კანონში აღსრულების სხვა საშუალება არ არსებობდა.

პირველი ნოემბრიდან კი სიახლე იქნება ისიც, რომ ვიდეოფირსა და ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევის 6 თვიანი ვადა ერთ წლამდე იზრდება.