წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა - მეუფე პეტრეს პირველი კომენტარი | Allnews.Ge

წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა - მეუფე პეტრეს პირველი კომენტარი

დღეს ჩატარებული წმინდა სინოდის სხდომა არის წინ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯი საქართველოს ეკლესიისთვის, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან განუცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, განიხილა თუ არა სინოდის სხდომამ მისი საკითხი, მეუფემ დაადასტურა, რომ განიხილა. როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, მას გაფრთხილება არ მიუღია.

"ვისაუბრეთ ყველა საკითხზე, დიახ, რა თქმა უნდა, ჩემზეც, თუმცა გაფრთხილება არ მიმიღია", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

უცნობია რა საკითხებზე იმსჯელეს წმინდა სინოდის წევრებმა.

სავარაუდოდ, სინოდის სხდომის განჩინების შესახებ განცხადებას მეუფე გრიგოლი გააკეთებს, რომელიც სხდომის მდივანი იყო.