თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს გაზმომარაგება შეეზღუდება
ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს გაზმომარაგება შეეზღუდება.
როგორც "ყაზტრანსგაზ-თბილისში" განაცხადეს, 12 ოქტომბერს, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება სამგორის რაიონში, ვარკეთილის III მასივი, მე-6 კვარტალი, კორპუსი №1, №2, №5, №7, №8, №10, №12, №13, №6ვ/97, საცხენისის ქუჩა №12-ში მცხოვრებ მოსახლეობას და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს.
გაზის მიწოდება 18:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება
იმავე მიზეზით ბუნებრივი აირი არ ექნებათ გლდანის რაიონში, ზაჰესის დასახლება - მშვიდობის ქუჩა №14, №16-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს
აქ გაზმომარაგება 15:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.
"ყაზტრანსგაზ-თბილისი" აბონენტებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები დაკეტილ მდგომარეობაში ჰქონდეთ. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებლობას იხნის.
მკითხველის კომენტარები
(0)