02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ახალი მეტროსადგური პირველ მგზავრებს ორშაბათს მიიღებს | Allnews.Ge

ახალი მეტროსადგური პირველ მგზავრებს ორშაბათს მიიღებს

16 ოქტომბერს მეტროსადგური "უნივერსიტეტი" გაიხსნება, ახალი მეტროსადგური პირველ მგზავრებს ორშაბათს დღის მეორე ნახევრიდან მიიღებს, – ამის შესახებ Allnews.ge-ს მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს.

მეტროსადგურის მშენებლობას ერთ წელზე მეტი დასჭირდა. მეტროსადგურ "უნივერსიტეტიდან" ამოსასვლელი ვაჟა–ფშაველასა და სანდრო ეულის ქუჩაზე გაკეთდა. მგზავრები, ჯამში სულ 4 ამოსასვლელით ისარგებლებენ.

ახალი მეტროსადგურის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკმა დააფინანსა. მისი ღირებულება დაახლოებით 83,000,670.45 ლარია, ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები კი ტენდერში გამარჯვებულმა ესპანურმა კომპანიამ ჩაატარა.