
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წვერმაღალას დასახლებაში, ძლიერი წვიმის გამო რამდენიმე სახლის პირველ სართულზე წყალი შევიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სიტუაცია ამ დროისთვის განმუხტულია, სახლებში წყალი აღარ დგას.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, არ დაზიანებულა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი. დასახლებას ელექტროენერგია უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.
ადგილზე იმყოფებოდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ბადრი გობრონიძე, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი - გოჩა აბაშმაძე, სამსახურის სპეციალისტები და დაბა ურეკში გამგებლის წარმომადგენელი დავით რობაქიძე.
წვერმაღალას დასახლების მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ წვიმის დროს სანიაღვრე არხი ადიდებულ წყალს ვერ ატარებს, რაც არხზე ზოგი მოსახლის მიერ თვითნებურად გადადგმული დამხმარე ნაგებობების მიზეზით ხდება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში სტიქიას ჯერჯერობით პრობლემები არ შეუქმნია. მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ოზურგეთში უამინდობა გრძელდება.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წვერმაღალას დასახლებაში, ძლიერი წვიმის გამო რამდენიმე სახლის პირველ სართულზე წყალი შევიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სიტუაცია ამ დროისთვის განმუხტულია, სახლებში წყალი აღარ დგას.
როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, არ დაზიანებულა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი. დასახლებას ელექტროენერგია უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.
ადგილზე იმყოფებოდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ბადრი გობრონიძე, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი - გოჩა აბაშმაძე, სამსახურის სპეციალისტები და დაბა ურეკში გამგებლის წარმომადგენელი დავით რობაქიძე.
წვერმაღალას დასახლების მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ წვიმის დროს სანიაღვრე არხი ადიდებულ წყალს ვერ ატარებს, რაც არხზე ზოგი მოსახლის მიერ თვითნებურად გადადგმული დამხმარე ნაგებობების მიზეზით ხდება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში სტიქიას ჯერჯერობით პრობლემები არ შეუქმნია. მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ოზურგეთში უამინდობა გრძელდება.
მკითხველის კომენტარები
(0)