საზოგადოება
12.12.2016 / 08:12
შრიფტის ზომა:

საგანგაშო სტატისტიკა - გზებზე 70 ბავშვი დაიღუპა, 3000-ზე მეტი დაშავდა

საგანგაშო სტატისტიკა - გზებზე 70 ბავშვი დაიღუპა, 3000-ზე მეტი დაშავდა

დაცულია თუ არა საქართველოში ბავშვთა საგზაო უსაფრთხოება? "ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ" პრობლემის კვლევა მერიის დაკვეთით დაიწყო - ორგანიზაცია რეკომენდაციებს შეიმუშავებს, მათ შორის, კანონმდებლობის გადახედვისა და საგანმანათლებლო დონის გაზრდის კუთხითაც.

დავით მესხიშვილი, "ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" ხელმძღვანელი: - ბოლო სამი წლის განმავლობაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 70 ბავშვი გარდაიცვალა, 3 000-ზე მეტმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილი და დაშავებული ბავშვების რაოდენობით საქართველო ოთხჯერ აღემატება საშუალოევროპულ მაჩვენებელს. ასეთი მძიმე სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ბევრი გადაუჭრელი პრობლემა გვაქვს.

დავიწყებ ყველაზე მნიშვნელოვნით - ხშირად და სრულიად გაუცნობიერებლად ამას ხელს უწყობენ ზრდასრული ადამიანები, როცა მოძრაობის წესების დარღვევით გადაჰყავთ ბავშვები გზაზე და მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან! ავტოსაგზაო შემთხვევებისას დაზარალებული ბავშვების დიდი ნაწილი სწორედ გზაზე გადასვლისას დაშავდა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

პრობლემაა ისიც, რომ ქვეყანაში არა გვაქვს ავტომობილში ბავშვის სპეციალური სავარძლით გადაყვანის კულტურა. კვლევის დროს მშობლები თავს იმართლებდნენ, რომ სავარძელი ძვირია და მისი შეძენა უჭირთ. წარმოუდგენელია, რა შეიძლება იყოს იმაზე ძვირფასი, ვიდრე ბავშვის უსაფრთხოებაა!

10 წლამდე ბავშვის გადაყვანა აუცილებელია მხოლოდ სპეციალური სავარძლით, 10 წლის ზემოთ კი დამჭერი მოწყობილობით, რომლითაც სავარძელზე კეთდება შემაღლება, რათა ღვედი ბავშვს ყელზე არ მიებჯინოს და დამუხრუჭებისას მისი დახრჩობის საფრთხე არ შეიქმნას.

ჩვენი ინიციატივით, გვინდა, ღვედის გამოყენება უკანა სავარძელზეც ყველა მგზავრისთვის სავალდებულო გახდეს.

კიდევ ერთი საკითხი - ზოგჯერ მძღოლები ავტომობილის მართვისას კალთაში ისვამენ ბავშვებს, რაც კატეგორიულად დაუშვებელია! სწორედ ეს ფაქტი მოხვდა საქართველოს შესახებ მსოფლიო ბანკის ანგარიშში, სადაც ისიც ნათქვამია, რომ საპატრულო პოლიცია ასეთ ფაქტებზე ხშირად არ რეაგირებს.

ამასთან, გვინდა, საბავშვო ბაღებში ისწავლებოდეს საგზაო მოძრაობის ელემენტარული წესები, რათა 4-5 წლის ბავშვმა უკვე იცოდეს, რა არის ზებრა, არჩევდეს შუქნიშნის ფერებს და დაიმახსოვროს, რომელ მხარეს გაიხედოს პირველად გზის გადაკვეთისას. პრობლემაა ისიც, რომ ხშირად ბავშვები გადაჭედილ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ფეხზე მდგარი მგზავრობენ, რაც დაუშვებელია!

მოკლედ, ქვეყანაში არ არსებობს საგზაო უსაფრთხოება, რასაც, სხვათა შორის, საკანონმდებლო ჩანაწერებიც უწყობს ხელს. მაგალითად, "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში წერია: "თუ ხართ 16 წლის და ზემოთ, 3 წლამდე ბავშვი შეგიძლიათ ავტომობილის უკანა სავარძელზე კალთაში ჩაისვათ".

წარმოიდგინეთ, რომ უკანა სავარძელზე ზის ზრდასრული ადამიანი, არ უკეთია ღვედი და კალთაში უზის ბავშვი. ავტომობილის მკვეთრი დამუხრუჭების შემთხვევაში, ის სხეულის მთელი სიმძიმით აწყდება ჯერ ბავშვს, რომელიც კალთაში უზის, შემდეგ კი წინა სავარძლის ზურგს და, ფაქტობრივად, შუაში მოყოლილი ბავშვის მოგუდვას ან სხეულის მრავლობითი მოტეხილობის საფრთხეს ქმნის. ასეთი ჩანაწერის არსებობა კანონში ბავშვების სასიკვდილოდ გაწირვაა. გამოდის, თავად კანონი არღვევს ბავშვთა უფლებებს.

- ანუ პრობლემის მოგვარება საკანონმდებლო ჩანაწერის გამოსწორებით უნდა დაიწყოს?

- ამას ემსახურება ჩვენი კვლევაც. უპირველესად სავალდებულო უნდა გახდეს ჩვილის გადაყვანა სპეციალური სავარძლით და ეს ჩანაწერი უნდა გაჩნდეს კანონში. მოვითხოვთ, გამკაცრდეს ჯარიმა ქვეითად მოსიარულეთათვისაც. მაგალითად, თუ ბავშვთან ერთად წესების დარღვევით გადადის ქუჩაზე. ამასთან, ყველა სკოლასა და საბავშვო ბაღთან მოსაწესრიგებელია საგზაო ინფრასტრუქტურა.

- ყველაზე ხშირად რა სახის შემთხვევებისას ზარალდებიან ბავშვები?

- ბავშვთა დაღუპვის ფაქტები ყველაზე ხშირია მიკროავტობუსით მგზავრობის ან წესების დარღვევით მათი გზაზე გადაყვანისას. სხვათა შორის, ავტობუსის მძღოლს ტრანსპორტში ბავშვების ჩასხდომა-გადმოსხდომისას ავარიული ციმციმა უნდა ჰქონდეს ჩართული.

არის კიდევ ერთი წესი - კარგად გვახსოვს შემთხვევა, როცა "სითი პარკმა" ავტომობილი, რომელშიც მძინარე ბავშვი იჯდა, საჯარიმო სადგურზე გადაიყვანა. რა თქმა უნდა, "სითი პარკს" არ ვამართლებ, მაგრამ წესით, 6 წლამდე ბავშვი არ უნდა დატოვო მანქანაში!

ემა ტუხიაშვილი

წყარო "კვირის პალიტრა"

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

სტიქია დასავლეთ საქართველოში - ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია შენობები | Allnews.Ge

სტიქია დასავლეთ საქართველოში - ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია შენობები

უხვი ნალექის გამო, ქუთაისში, მდინარე ოღასკურა კალაპოტიდან გადმოვიდა. დატბორილია ბუხაიძის ქუჩა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.

ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, სადაც პარლამენტი მდებარეობს, ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, ადგილზე იმყოფება ქუთაისის მერი, შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელიც ადგილზე სამუშაოებს ჩაატარებს. ასევე მოხდება ზარალის დათვლა.

გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა ზესტაფონის მუნიციპალიტეტშიც. დატბორილია ზესტაფონის სადგურის მიმდებარე ტერიტორია და ცენტრალური ქუჩები. წვიმამ პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას.

ამ დროისთვის ქალაქში ტრანსპორტი შეფერხებით გადაადგილდება.

ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე მიწა-კლდის შვავი ჩამოვიდა, – ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 132 კმ–ზე მონაკვეთზე ჩამოვიდა მიწა-კლდის შვავი, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ დროისათვის, ადგილზე ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რათა საავტომობილო მიმოსვლა უახლოეს პერიოდში აღდგეს.

ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, ქობულეთის მუნიციპალიტეტიც დაზარალდა. კერძოდ, სოფლებში სამ საცხოვრებელ სახლს სახურავი დაუზიანდა.

სოფელ ჩაისუბანში კი კონცელიძების ოჯახი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ქობულეთის გამგეობაში განუცხადეს, კონცელიძეების სახლთან მეწყერი წუხელ ჩამოწვა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზარალებული ოჯახი თავს ნათესავებთან აფარებს.

გამგეობის ცნობით, სიტუაციას გეოლოგები შეისწავლიან, რადგან საცხოვრებელი სახლი დამეწყრილ ტერიტორიაზეა. კონცელიძეების ოჯახს კი ადგილობრივი გამგეობა დაეხმარება.

ძლიერი წვიმის შემდეგ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში 4 მეწყრული კერა დაფიქსირდა. როგორც ხელვაჩაურის გამგეობაში აცხადებენ, ზედა თხილნარში საჯარო სკოლასთან მიწის მასა ჩამოწვა და გზა ჩაიკეტა.

ამჟამად საგზაო დეპარტამენტის ტექნიკით გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, სოფელ წინსვლაში და აგარაში ცენტრალურ გზაზე განვითარდა მეწყრული პროცესები. ასევე სოფელ სარფში ჩანჩქერთან ჩამოცვივდა ქვები. ყველა ლოკაციაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი სტიქიასთან ბრძოლის მუდმივმოქმედი შტაბი საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობს.