06 კვირა - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ძლიერი ქარის შედეგად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაზიანდა | Allnews.Ge

ძლიერი ქარის შედეგად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაზიანდა

ძლიერი ქარის შედეგად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობის სახურავი და ფასადის მინები დაზიანდა.

როგორც უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში აცხადებს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანებული სახურავის გამო, ერთ-ერთ დერეფანში მცირე ნაწილზე წყალი ჩამოვიდა. მერაბ ხალვაშის თქმით, ზარალი საკმაოდ დიდია და აღდგენითი სამუშაოები გამოდარების შემდეგ დაიწყება.

"მთელი ღამის განმავლობაში ვმუშაობდით. მთავარია, რომ აღარ იწვიმოს. აუდიტორიები გადარჩა. მეორე კორპუსის ნახევარი თითქმის გამოსულია მწყობრიდან.

ძლიერმა ქარმა სახურავი და რუსთაველის ქუჩის მხრიდან შემინული ნაწილი დააზიანა. ზარალი საკმაოდ დიდია. აღნიშნულის გამო, სასწავლო პროცესი არ შეფერხდება",- განაცხადა მერაბ ხალვაშმა