პოლიტიკა
21.10.2016 / 07:10
შრიფტის ზომა:

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ზაზა თავაძე აირჩიეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ზაზა თავაძე აირჩიეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ პლენუმმა ზაზა თავაძე აირჩია. თავმჯდომარის არჩევის საკითხზე დახურულ ფორმატში კენჭისყრა გუშინ გაიმართა. არსებული ინფორმაციით, თავაძეს სხდომაზე დამსწრე, პლენუმის 8 წევრიდან მხარი 5-მა დაუჭირა.

რაც შეეხება ირინა იმერლიშვილს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ზაზა თავაძის კონკურენტი იყო, მან, შესაბამისად, სავარაუდოდ, დანარჩენი 3 ხმა მიიღო.

ზაზა თავაძეს საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელობა 3 წლითა და 7 თვის ვადით მოუწევს. თავაძე უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 2010 წლის 30 მარტს დაინიშნა, უფლებამოსილების განხორციელებას კი 2010 წლის 15 ივნისს, ფიცის დადების დღიდან შეუდგა. შესაბამისად, თავაძეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 2020 წლის 15 ივნისისთვის ეწურება.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამასთან, "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 5-წლის ვადით ინიშნება, ნაცვლად 10-წლისა, რა ვადაც საკანონმდებლო ცვლილებებამდე მოქმედებდა.

პრიორიტეტები იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის მიმართ ადეკვატური რეაგირება, - ამის შესახებ ზაზა თავაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან მადლობა გადაუხადა პლენუმის წევრებს, რომლებმაც მას მხარი დაუჭირეს. ზაზა თავაძემ არ გაასაჯაროვა რომელმა ხუთმა მოსამართლემ დაუჭირა მხარი მის კანდიდატურას. " ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და იმავდროულად ძალიან დიდი პატივი. რაც შეეხება იმას, თუ რა იქნება პრიორიტეტები, რა თქმა უნდა პრიორიტეტები იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის მიმართ ადეკვატური რეაგირება. ვგულისხმობ, არსებული საქმეების რაოდენობას, რომელსაც სჭირდება რაც შეიძლება სწრაფად მიხედვა, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა და ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის გარანტირებული დაცვა", - აღნიშნა ზაზა თავაძემ.

საქმემან შენმან გამოგაჩინონ შენ, - ასე უპასუხა საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომ არსებობს მოსაზრება, თითქოს ის ვერ შეძლებს ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას და მოხდება ხელისუფლების ინტერესების გატარება. "ლაკმუსის ქაღალდი იმისა, სასამართლო არის თუ არა დამოუკიდებელი, ამაზე იმეტყველებს თითოეული ჩვენი გადაწყვეტილება", - აღნიშნა ზაზა თავაძემ.

მაღალი ინტერესის მქონე საქმეებზე კომენტირების დროს ზაზა თავაძემ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ყველა საქმე ერთი და იგივეა, რადგანაც ის ადამიანის უფლებებს ეხება. "ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, განურჩევლად ყველა ადამიანისა, არის ერთი და იგივე. შესაბამისად, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონით დადგენილი წესით", - აღნიშნა ზაზა თავაძემ.

ზაზა თავაძე 2010 წლის 30 მარტს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დაინიშნა. პლენუმის მიერ პირველად 2010 წლის 15 ივნისს, მეორედ კი 2015 წლის 10 ივნისს არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ. 2008-2010 წლებში ზაზა თავაძე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2007 წლის მარტიდან 2008 წლის თებერვლამდე საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

2004 წელს კი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.

 

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად წელს 15 მილიონ ლარამდე დაიხარჯა | Allnews.Ge

აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად წელს 15 მილიონ ლარამდე დაიხარჯა

აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად წელს 15 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ მესხმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს მიეძღვნა.

ნიკოლოზ მესხის თქმით, აღნიშნული თანხა შესაწამლი პესტიციდების, ზურგსაკიდი შემასხურებელი აგრეგატების შეძენას დასჭირდა, ასევე, 3 000-მდე ადამიანი დასაქმდა მავნებლის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების განსახორციელებლად. აღნიშნული პირების ქიმიური პრეპარატერებისგან დაცვის მიზნით ასევე შეიძინეს ინდივიდუალური დამცავი აღჭურვილობა.

ნიკოლოზ მესხმა აღნიშნა, რომ ამ მომენტისათვის აზიური ფაროსანა უკვე გამოსაზამთრებლად თბილ ადგილებში იწყებს გადასვლას. მისივე თქმით, ღონისძიებების გატარება გაზაფხულიდან გაგრძელდება, როდესაც ფაროსანა გამრავლებისა და კვებისათვის მწვანე მცენარეებზე ისევ გადაინაცვლებს.

"მავნებელი თავისი ბიოლოგიიდან გამომდინარე ახლა უკვე გამოსაზამთრებელ ადგილებში შედის და სამალავისკენ მიიწევს, რაც ადამიანისათვის შესაძლოა შეუმჩნეველი იყოს, შეუძლებელი იყოს მისი პოვნა, მაგრამ გაზაფხულზე, როდესაც გადაადგილდება, ამ დროს მექანიკური ღონისძიებების განხორციელებას უფრო მაღალი ეფექტი აქვს. გაზაფხულზე, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 15 გრადუსს გადააჭარბებს, ეტაპობრივად იწყება მათი გამოსვლა.

ფაროსანა გადაადგილდება სხვადასხვა მწვანე მცენარეებზე, სადაც კვებას, გამრავლებას იწყებს და მთელი სეზონის განმავლობაში მავნებლობს. ზუსტად ამ დროისთვის ჩვენ ძალიან აქტიურად ვიქნებით ჩართულები მომავალი წლის პროგრამისთვის, რათა მავნებლის რიცხოვნობა მინიმალურამდე დავიყვანოთ. თუმცა მხოლოდ ჩვენი სააგენტო ამ ღონისძიებების მასშტაბებს ვერ გაწვდება. სხვა უწყებების, ასევე თითოეული ფერმერის ჩართულობაა საჭირო, რათა გვქონდეს ისეთი შედეგი, როგორც ამ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში სხვა ქვეყნებს ჰქონდათ", - განაცხადა ნიკოლოზ მესხმა.

მისივე თქმით, დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში 110 000 ჰექტარი ფართობი შეიწამლა.

როგორც ნიკოლოზ მესხმა აღნიშნა, აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში სპეციალისტების მიერ აზიური ფაროსანა აღმოჩენილი არ არის, თუმცა ფერმერებისა და მოსახლეობის ინფორმირება უკვე იქაც მიმდინარეობს.

რაც შეეხება თბილისში, ვაკის პარკში ფაროსანას აღმოჩენას, ნიკოლოზ მესხმა განაცხადა, რომ დედაქალაქის ყველა პარკში შესაბამისი დამჭერი ხაფანგები განათავსეს.