
მიუნხენის სავაჭრო ცენტრში გუშინ მომხდარი თავდასხმის მოტივი უცნობია. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, გერმანიის პოლიცია იტყობინება. თავდასხმაში ეჭვმიტანილი 18 წლის პირია, რომელიც წარმოშობით ირანელია და მიუნხენში ცხოვრობდა. მან ცეცხლი ადგილობრივი დროით 18:00 საათზე გახსნა. შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი. 16 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამის მდგომარეობა კრიტიკულია. თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელმა ცეცხლი თავდაპირველად სწრაფი კვების ობიექტში მყოფ ადამიანებს გაუხსნა, შემდეგ კი სავაჭრო ცენტრ Olympia-სკენ დაიძრა.
მომხდარის გამო მიუნხენში სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხდა. ცენტრალური რკინიგზის სადგურიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. მოძრაობა სპეცოპერაციიდან რამდენიმე საათში აღდგა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თავდაპირველად პოლიცია ვარაუდობდა, რომ თავდასხმაში სამი შეიარაღებული პირი მონაწილეობდა, თუმცა მოგვიანებით სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. იგი რამდენიმე საათის შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცველთა ვარაუდით, მან თავი მოიკლა.
მიუნხენის პოლიციის ხელმძღვანელმა განახადა, რომ ეჭვმიტანილი ამ დრომდე სამართალდამცავი უწყებებისთვის ცნობილი არ იყო. ჯერჯერობით არ იკვეთება მისი ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირი. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ლაბორატორიაში ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სუპერმარკეტ "სპარში" ნაყიდი როშენის შოკოლადი "ქენდი ნათსი" ობიანი იყო, შიგთავსში კი მატლები ჰქონდა.
ამის შესახებ, ინფორმაციას "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (momxmarebeli.ge) ავრცელებს.
საუბარია, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ფილიალში შეძენილ პროდუქციაზე.
momxmarebeli.ge-ს ცნობით, მომხმარებელმა 9 ოქტომბერს დაფარული კომენტარით აცნობა, რომ "სპარში" ნაყიდ როშენის შოკოლადში "ქენდი ნათსი" მატლები აღმოაჩინა.
"საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2017 წლის 10 ოქტომბერს, მომხმარებლის მიერ მითითებულ მაღაზია "სპარში" (სს"ფუდმარტი", ვაჟა-ფშაველას გამზ 2) შევიძინეთ როშენის შოკოლადი "ქენდი ნათსი" და ლაბორატორიაში ანალიზისათვის ჩავაბარეთ. ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედით, პროდუქტი აღმოჩნდა ობიანი, შიგთავსში მატლებით. სურსათის ეროვნულ სააგენტოში და მაღაზიაში წერილი უკვე გაიგზავნა", - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მკითხველის კომენტარები
(0)