საზოგადოება
20.10.2017 / 06:10
შრიფტის ზომა:

ყიზილაჯლოში დაჭრილ ორ პირს ოპერაცია ჩაუტარდა

მარნეულში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავებული ოთხივე პირი მკურნალობას საავადმყოფოში გადის. როგორც ჟურნალისტებს მარნეულში მდებარე "ჯეოჰოსპიტალის" ექიმმა თეა ზარიძემ გაუცხადა, ორ პაციენტს ოპერაცია დაუყოვნებლივ ჩაუტარდა და ახლა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

რაც შეეხება კიდევ ორი დაშავებულის მდგომარეობას, მედიკოსის განმარტებით, მათ სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებათ. ექიმის თქმით, პაციენტები ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"შემოყვანილია ოთხი პაციენტი. ორი მათგანის გადაყვანა დაუყოვნებლივ მოხდა საოპერაციოში - ჩატარდა ოპერაცია და ახლა ორივეს მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, რჩებიან რეანიმაციულ განყოფილებაში. ერთ მათგანთან იყო მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობები, ნაწლავების დაზიანებით, მეორეს კი კიდურების დაზიანება აქვს. რაც შეეხება კიდევ ორ პაციენტს, მათ რბილი ქსოვილების დაზიანება აღენიშნებათ, სტაბილურად არიან, თუმცა რჩებიან ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ", - განუცხადა ჟურნალისტებს თეა ზარიძემ.

"ქართული ოცნების" მარნეულის ოფისთან თავდასხმა გუშინ საღამოს მოხდა. სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილებს შორის "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი არიან.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ყიზილაჯლოში დაჭრილ ორ პირს ოპერაცია ჩაუტარდა | Allnews.Ge