22 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
22.10.2017 / 07:10
შრიფტის ზომა:

5 თვითმმართველი ქალაქიდან 4-ში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, 5 თვითმმართველი ქალაქიდან 4-ში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი პირველივე ტურში იმარჯვებს, ხოლო ერთში - ქუთაისში, სავარაუდოდ, მეორე ტურია მოსალოდნელი.

კერძოდ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში 51,51 %-ით "ქართული ოცნების" კანდიდატი, კახა კალაძე ლიდერობს. მეორე ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი - 16.84%-ით. ამ დროისთვის 737 უბნიდან 431 უბნის შედეგებია დათვლილი.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რუსთავში, სადაც 87 უბნიდან 56-ია დათვლილი, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ირაკლი ტაბაღუამ ხმების 52.83% მიიღო, მეორე ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი ზურაბ მაისურაძე - 19.46%-ით.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ დროის მონაცემებით, ბათუმში 103 უბნიდან 85-ია დათვლილი, რომელთა მიხედვითაც, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ლაშა კომახიძემ ამომრჩეველთა ხმების 55.06%, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა ლევან ანთაძემ - 24.46% მიიღო.

რაც შეეხება ფოთს, ამ დროისთვის 32-დან დათვლილია 31 უბნის მონაცემები, რომლის თანახმადაც, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს გოჩა კურდღელიამ 54.92%, ხოლო "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატმა ვახტანგ დარცმელიძემ 13.49% მიიღო.

ქუთაისში, სადაც ამ დროის მონაცემებით 124-დან 98 უბნის მონაცემებია დათვლილი, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს გიორგი ჭიღვარიას 48,4% აქვს, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს კი - 27.28%. ამ დროის მონაცემებით, ქუთაისში სავრაუდოდ, მერობის არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი, რადგან კანდიდატს მერის მანდატის მოსაპოვებლად 50%-იანი ბარიერის გადალახვა სჭირდება.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

5 თვითმმართველი ქალაქიდან 4-ში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლიდერობს | Allnews.Ge