
ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ "ახალი საქართველო" საკრებულოში იყოს წარმოდგენილი, - ამის შესახებ " ახალი საქართველოს ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, "ახალი საქართველოს", როგორც ახალი პოლიტიკური ჯგუფის შედეგები თბილისში არის საინტერესო და პარტია აპირებს გააგრძელოს ბრძოლა.
"ჩვენთვის, როგორც ახალგაზრდა პოლიტიკური ჯგუფისთვის, არჩევნების შედეგები, რაც გვაქვს თბილისში ძალიან საინტერესოა. ჩვენ ვაპირებთ ძალიან სერიოზულად გავაგრძელოთ ბრძოლა. მე ვფიქრობ, ის ხმები, რაც ჩვენ თბილისში, ფაქტობრივად სამკვირიანი, ერთთვიანი კამპანიით მივიღეთ, ძალიან კარგი შედეგია, თან იმ პირობებში, როდესაც საარჩევნო გარემო მართლა აბსურდულია", - განაცხადა ვაშაძემ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მისი თქმით, ახალ საქართველოს თბილისში 3.5% აქვთ, საკრებულოში შესვლისთვის კი 4 პროცენტია საჭირო.
"დღეს ჩვენ ვაჯამებთ ჩვენს ხმებს, 3,5% გვაქვს თბილისში, 4 პროცენტია საჭირო იმისთვის, რომ საკრებულოში შეხვიდე. გვაქვს ძალიან ბევრი ოქმი, სადაც 18-ის ნაცვლად 8 ხმა გვიწერია, 27-ის ნაცვლად 7. ჩვენ შევეცდებით, რომ ამ ოქმებთან დაკავშირებით შესაბამისი საჩივრები შევიტანოთ და - ვიბრძოლებთ ბოლომდე იმისთვის, რომ "ახალი საქართველო" საკრებულოში იყოს წარმოდგენილი", - განაცხადა ვაშაძემ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ "ახალი საქართველო" საკრებულოში იყოს წარმოდგენილი, - ამის შესახებ " ახალი საქართველოს ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, "ახალი საქართველოს", როგორც ახალი პოლიტიკური ჯგუფის შედეგები თბილისში არის საინტერესო და პარტია აპირებს გააგრძელოს ბრძოლა.
"ჩვენთვის, როგორც ახალგაზრდა პოლიტიკური ჯგუფისთვის, არჩევნების შედეგები, რაც გვაქვს თბილისში ძალიან საინტერესოა. ჩვენ ვაპირებთ ძალიან სერიოზულად გავაგრძელოთ ბრძოლა. მე ვფიქრობ, ის ხმები, რაც ჩვენ თბილისში, ფაქტობრივად სამკვირიანი, ერთთვიანი კამპანიით მივიღეთ, ძალიან კარგი შედეგია, თან იმ პირობებში, როდესაც საარჩევნო გარემო მართლა აბსურდულია", - განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, ახალ საქართველოს თბილისში 3.5% აქვთ, საკრებულოში შესვლისთვის კი 4 პროცენტია საჭირო.
"დღეს ჩვენ ვაჯამებთ ჩვენს ხმებს, 3,5% გვაქვს თბილისში, 4 პროცენტია საჭირო იმისთვის, რომ საკრებულოში შეხვიდე. გვაქვს ძალიან ბევრი ოქმი, სადაც 18-ის ნაცვლად 8 ხმა გვიწერია, 27-ის ნაცვლად 7. ჩვენ შევეცდებით, რომ ამ ოქმებთან დაკავშირებით შესაბამისი საჩივრები შევიტანოთ და - ვიბრძოლებთ ბოლომდე იმისთვის, რომ "ახალი საქართველო" საკრებულოში იყოს წარმოდგენილი", - განაცხადა ვაშაძემ.
მკითხველის კომენტარები
(0)