
"ცენტრ პოინტის" მშენებლობისგან დაზარალებულთა ერთი ნაწილი ახალი ხელშეკრულებების დადებამდე, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების წინააღმდეგია.
როგორც ერთ-ერთმა დაზარალებულმა თამარ ფირცხალაიშვილმა აღნიშნა, სამი კვირის წინ გამართული შეხვედრის შემდეგ "ცენტრ პოინტის" აქტივების შემძენ კომპანიასთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ და არ იციან, რა სახის ხელშეკრულებას შესთავაზებენ დაზარალებულებს.
ამასთან, ფირცხალაიშვილის თქმით, დაზარალებულებისთვის მთავარია, რომ ვალდებულებების შესრულების გარანტორი კომპანია მ2 იყოს.
"ჩვენ არ გვინახავს ჯერ არავითარი ხელშეკრულება. წავედით დათმობაზეც და თეთრი კარკასის ნაცვლად თანახმა ვართ შავი კარკასის ჩაბარებაზე, თუმცა გვინდა, ხელშეკრულებაში ჩაიწეროს, რომ მ2 იქნება გარანტორი ვალდებულებების შესრულების. სანამ ხელშეკრულებებს არ ვნახავთ, იქამდე არავითარ საპროცესო შეთანხმებაზე არ იქნება საუბარი", - განაცხადა ფირცხალაიშვილმა.