საზოგადოება
23.10.2017 / 08:10
შრიფტის ზომა:

როდისთვის უნდა ველოდოთ წვიმას - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

როდისთვის უნდა ველოდოთ წვიმას - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ხვალ აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში ტემპერატურა 14–18 გრადუსამდე დაიწევს. დილის საათებში თბილისში მოსალოდნელია წვიმა, ჰაერი 15–17 გრადუსამდე გათბება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 26 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

"24 ოქტომბერს დღისით და 25 ოქტომბერს საღამოდან ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის ქარი და ჰაერის ტემპერატურა 22–დან 27 გრადუსამდე გათბება. აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებსა და ჩრდილოეთით მაღალმთიან რაიონებში 23 ოქტომბერს ღამით და 24 ოქტომბრიდან მოსალოდნელია მცირე წვიმა და ნისლი, კავკასიონის ქედზე შესაძლებელია, მცირე თოვა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

აღმოსავლეთ საქართველოში 25 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა 17–22 გრადუსამდე მოიმატებს," –განმარტავს სინოპტიკოსი.

მისივე ცნობით, 26 –27 ოქტომბრის დღის პირველ ნახევარში საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ფაროსანას ერთეული შემთხვევა თბილისის გარდა, გორსა და კახეთშიც დაფიქსირდა | Allnews.Ge

ფაროსანას ერთეული შემთხვევა თბილისის გარდა, გორსა და კახეთშიც დაფიქსირდა

ფაროსანას არსებობის ერთეული შემთხვევა აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის გარდა, გორსა და კახეთის ზოგიერთ რაიონში დაფიქსირდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ განუცხადა.

მისივე თქმით, არის ადგილები, სადაც ფაროსანას ნახულობენ, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, სატრანსპორტო საშუალებები ინტენსიურად დადიან დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით.

"ფაროსანები იზამთრებენ ყველგან, მათ შორის სატრანსპორტო საშუალებებში და არ არის გასაკვირი, რომ გადმოვიდნენ. ერთეული შემთხვევები ყველგან იქნება, შემოსევა არ არის, მაგრამ სატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლის გამო ფაროსანა ყველგან იქნება.

ფაროსანას დასაფიქსირებელად 1200 მოწყობილობა განთავსდა კახეთში და ამდენივე იქნება გორშიც, მაგრამ ჩვენს მონიტორინგის სამსახურს ჯერ არ დაუფიქსირებია მავნებელი. ატამში, ვაშლში, მსხალში და აღმოსავლეთ საქართველოს ხილის კულტურებში მავნებელი წელს არ ყოფილა", - აღნიშნა ზურაბ ლიპარტიამ.

მისივე განმარტებით, მწერი გამოიზამთრებს და აპრილის ბოლოდან უკვე იქნება ბუნებაში, სადაც დაიწყებს შეჯვარებას, გამრავლებას და სწორედ იმისთვის, რომ არ მოხდეს მავნებლის გავრცელება, სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელებს სპეციალურ ღონისძიებებს.

"პროგრამა, რომელიც მომავალ წელს უნდა განვახორციელოთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით გვაქვს გათვალისწინებული როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოსთვის. თუ რა ღონისძიებები უნდა გაატარონ ფერმერებმა ამის შესახებ ჩვენ შესაბამის ინსტრუქტაჟს ჩავატარებთ", - განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.

არსებული ინფორმაციით, ფაროსანა გორსა და კახეთის ზოგიერთ რაიონშიც შენიშნეს.