
ახალი საგზაო რეგულაციებისა და ე.წ ჭკვიანი კამერების გააქტიურებამდე 1 დღე რჩება, მძღოლებს შორის კი დაძაბულობა იმატებს, რადგან უმეტესი მათგანი შიშობს, რომ ჭკვიანი კამერების წყალობით ჯარიმების რაოდენობა მოიმატებს. ამ შემთხვევაში სასიხარულო ინფორმაციას ალბთ ის წარმოადგენს, რომ ახალი კამერების მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაფიქსირებისას მძღოლებს ქულები არ აკლდებათ, მოძრაობის წესების დარღვევის შესახებ ინფორმაცია კი მძღოლებს მოკლეტექსტური შეტყობინებით დაეგზავნებათ.ე.წ ჭკვიანი კამერები თითქმის ყველგან განთავსდება, სადაც ინტენსიური საავტომობილო მოძრაობაა, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივი ტრანსპორტით დატვირთულ მონაკვეთებში.
საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, 3 000 ვიდეოკამერის მონტაჟია გათვალისწინებული. მიმდინარე წლის ბოლომდე კი ვიდეოკამერა შვიდ დიდ ქალაქში დამონტაჟდება. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დედაქალაქში უკვე 100 ჭკვიანი კამერაა დამონტაჟებული.
შსს-ის განმარტებით ვიდეონალიტიკური პროგრამა 5 სახის დარღვევას დააფიქსირებს:
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
1. შუქნიშნის წითელ ფერზე გავლას
2. ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთას
3. სიჩქარის გადაჭარბებას
4. მოძრაობის საწინააღმდეგო მიმრთულებით მოძრაობას
5. მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში გავლას
სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში კიდევ ერთი სიახლეა - თუკი აქამდე მძღოლს შეეძლო შეენელებინა მოძრაობა კონკრეტული ვიდეოკამერის არეალში, ახლა უკვე სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოს მასშტაბით, ყველა ცენტრალური ავტომაგისტრალი და ქალაქის ქუჩა დაყოფილი იყოს ე.წ სექციებად და ვიდეოკამერა თვლის ე.წ. ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების საშუალო სიჩქარეს. ანუ, ის მომენტი, რომ მხოლოდ ვიდეოკამერის წინაშე ანელებდნენ სიჩქარეს, რა თქმა უნდა, აღარ იქნება გათვალისწინებული ამ სისტემის მიერ.
ამასთან, ახალი პროგრამა დამრღვევ ავტომანქანაზე ჯარიმას ავტომატურად გამოუწერს, სწორედ ამიტომ 1-ელი ნოემბრიდან ამოქმედდება ჯარიმების გადახდის ახალი სისტემაც. კერძოდ, თუ დამრღვევი ჯარიმას სმს-ის მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაიხდის, ამ შემთხვევაში ის 20%-იანი შეღავათით ისარგებლებს.
"თუ პირი მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში ვიდეოჯარიმას არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება;
ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება;
საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge;
საჯარიმო ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა;
ვიდეო ან ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. გადაუხდელობის შემთხვევაში, მას დაერიცხება საურავი, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში ამოქმედდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი აღსრულების წესი", - აღნიშნა პალიტრა ნიუსის გადაცემა "დღის თემაში" შსს-ის ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა.ვიდეოჯარიმების შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების მისაღებად, თქვენი მობილური ტელეფონის ნომერი დაფიქსირებული უნდა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში.
რა უნდა გააკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ მართვის მოწმობის მიღების დროს მითითებული არ გაქვთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია:
1. უნდა მიბრძანდეთ შს სამინიტროს მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სერვისცენტრში და დააფიქსიროთ თქვენი პირადი მონაცემები ერთიან ბაზაში;
2. ან გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე: www.sa.gov.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ახალი საგზაო რეგულაციებისა და ე.წ ჭკვიანი კამერების გააქტიურებამდე 1 დღე რჩება, მძღოლებს შორის კი დაძაბულობა იმატებს, რადგან უმეტესი მათგანი შიშობს, რომ ჭკვიანი კამერების წყალობით ჯარიმების რაოდენობა მოიმატებს. ამ შემთხვევაში სასიხარულო ინფორმაციას ალბთ ის წარმოადგენს, რომ ახალი კამერების მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაფიქსირებისას მძღოლებს ქულები არ აკლდებათ, მოძრაობის წესების დარღვევის შესახებ ინფორმაცია კი მძღოლებს მოკლეტექსტური შეტყობინებით დაეგზავნებათ.ე.წ ჭკვიანი კამერები თითქმის ყველგან განთავსდება, სადაც ინტენსიური საავტომობილო მოძრაობაა, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივი ტრანსპორტით დატვირთულ მონაკვეთებში.
საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, 3 000 ვიდეოკამერის მონტაჟია გათვალისწინებული. მიმდინარე წლის ბოლომდე კი ვიდეოკამერა შვიდ დიდ ქალაქში დამონტაჟდება. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დედაქალაქში უკვე 100 ჭკვიანი კამერაა დამონტაჟებული.
შსს-ის განმარტებით ვიდეონალიტიკური პროგრამა 5 სახის დარღვევას დააფიქსირებს:
1. შუქნიშნის წითელ ფერზე გავლას
2. ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთას
3. სიჩქარის გადაჭარბებას
4. მოძრაობის საწინააღმდეგო მიმრთულებით მოძრაობას
5. მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში გავლას
სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში კიდევ ერთი სიახლეა - თუკი აქამდე მძღოლს შეეძლო შეენელებინა მოძრაობა კონკრეტული ვიდეოკამერის არეალში, ახლა უკვე სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოს მასშტაბით, ყველა ცენტრალური ავტომაგისტრალი და ქალაქის ქუჩა დაყოფილი იყოს ე.წ სექციებად და ვიდეოკამერა თვლის ე.წ. ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების საშუალო სიჩქარეს. ანუ, ის მომენტი, რომ მხოლოდ ვიდეოკამერის წინაშე ანელებდნენ სიჩქარეს, რა თქმა უნდა, აღარ იქნება გათვალისწინებული ამ სისტემის მიერ.
ამასთან, ახალი პროგრამა დამრღვევ ავტომანქანაზე ჯარიმას ავტომატურად გამოუწერს, სწორედ ამიტომ 1-ელი ნოემბრიდან ამოქმედდება ჯარიმების გადახდის ახალი სისტემაც. კერძოდ, თუ დამრღვევი ჯარიმას სმს-ის მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაიხდის, ამ შემთხვევაში ის 20%-იანი შეღავათით ისარგებლებს.
"თუ პირი მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში ვიდეოჯარიმას არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება;
ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება;
საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge;
საჯარიმო ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა;
ვიდეო ან ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. გადაუხდელობის შემთხვევაში, მას დაერიცხება საურავი, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში ამოქმედდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი აღსრულების წესი", - აღნიშნა პალიტრა ნიუსის გადაცემა "დღის თემაში" შსს-ის ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა.ვიდეოჯარიმების შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების მისაღებად, თქვენი მობილური ტელეფონის ნომერი დაფიქსირებული უნდა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში.
რა უნდა გააკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ მართვის მოწმობის მიღების დროს მითითებული არ გაქვთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია:
1. უნდა მიბრძანდეთ შს სამინიტროს მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სერვისცენტრში და დააფიქსიროთ თქვენი პირადი მონაცემები ერთიან ბაზაში;
2. ან გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე: www.sa.gov.ge
მკითხველის კომენტარები
(9)
ძალიან კარგი, უნდა მიხვდნენ რომ აღარ უნდა დაარღვიო და იარო ადამიანურად და დაიცვა ელემენტარული წესები, გაზარდონ ჯარიმები და შეუგნებელმა მძღოლებმა იხადონ 200 ლარიანი ჯარიმები ბიუჯეტში
ზუსტად ასეთი რეგულაციებია რუსეთში,,,<br /><br />ეტყობა ახალ პროგრამებს ევროპელები აღარ გვიწერენ/