რამდენია საარსებო მინიმუმი საქართველოში და სხვა ქვეყნებში?
საარსებო მინიმუმი ეს არის ფულადი სახსრების მინიმუმი, რომელიც ადამიანს ქმედუნარიანობის შესანარჩუნებლად სჭირდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2004 წლიდან საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების მიხედვით არის დადგენილი. ფაქტია, რომ საარსებო მინიმუმის ცნება საქართველოში მუდმივი კრიტიკის საგანია.
უმეტესობა მიიჩნევს, რომ ეს მაჩვენებელი რეალობას არ შეესაბამება, მიუხედავად იმისა, რომ საარსებო მინიმუმის რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს.
მაგალითად: 2004 წლის დასაწყისში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 82,5 ლარი იყო, ხოლო საშუალო ოჯახისა - 138,4 ლარი. 2010 წელს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 128 ლარს გაუტოლდა, ხოლო საშუალო ოჯახისა - 214,7 ლარი გახდა. მიმდინარე წლის სექტემბრის მონაცემებით კი, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 168,8 ლარია, ხოლო საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი - 283,2 ლარი.
თუ ამ მაჩვენებელს ევროპის მოწინავე ქვეყნებს შევადარებთ, ჩვენი მდგომარეობა მათთან შედარებით საკმაოდ რთულია, მაგალითად: ლუქსემბურგში მინიმალური შემოსავალი თვეში 1922,96 ევროა, ბელგიასა და ნიდერლანდებში - 1501 ევრო, ირლანდიაში - 1461,85 ევრო, საფრანგეთში - 1457,52 ევრო, რაც შეეხება ჩვენს რეგიონს, აზერბაიჯანში საარსებო მინიმუმი საშუალოდ 133,93 დოლარია, სომხეთში - 94,74 დოლარი, უკრაინაში - 77,24 დოლარი, ხოლო რუსეთში - 98,72 დოლარი. ჩვენთან შედარებით მაღალია საარსებო მინიმუმი ბელორუსშიც - ის საშუალოდ 140,08 დოლარს უტოლდება.
ლუქსემბურგში მინიმალური ხელფასი 1 999 ევროა
ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმის საკითხი საქართველოში ვერა და ვერ გადაწყდა.
"საარსებო მინიმუმის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია მაგონებს ცნობილ ქართულ ფილმს, რომლის გმირიც წამდაუწუმ იხვეწება - „გაიტანეთ გრენლანდია“, მაგრამ სურათი არავის გააქვს. ეკონომისტები უკვე რა ხანია ვიმეორებთ, რომ მისი დათვლის მეთოდოლოგია მოძველებულია, მაგრამ წლები გადის და მდგომარეობა არ იცვლება. ჩვენს პოლიტიკოსებს მისი შეცვლის აუცილებლობა მარტო წინასაარჩევნო პერიოდში ახსენდებათ, მაგრამ როგორც კი არჩევნები დასრულდება, დადებულ პირობას ყველა ივიწყებს", - აღნიშნავს ეკონომიკის ექსპერტი. იხილეთ გაგრძელება