29 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

საგარეჯოში, დიდი ჩაილურის ტყეში ხანძარი გაჩნდა | Allnews.Ge

საგარეჯოში, დიდი ჩაილურის ტყეში ხანძარი გაჩნდა

საგარეჯოს რაიონში, დიდი ჩაილურის ტყეში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე უკვე მუშაობს რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. როგორც  საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, ჩაილურის ტყის ქვედა საფარზე გაჩენილი ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და ამჟამად მეხანძრე-მაშველები უკვე სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ.

საგარეჯოში, სოფელ დიდი ჩაილურის ტყეში ცეცხლი საკმაოდ დიდ ფართობზეა გავრცელებული, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგარეჯოს გამგებლის მოადგილემ, პაატა ასრათაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ცეცხლის ძირითადი კერები დილით დაფიქსირდა, რის შემდეგაც ინტენსიურად მიმდინარეობს მისი ლოკალიზება, თუმცა სიტუაციას რთულად მისადგომი გზა ართულებს.

"ადგილზე მხოლოდ მძიმე ტექნიკა ახერხებს მისვლას, ცეცხლი კი საკმაოდ დიდ ფართობზეა გავრცელებული", - განაცხადა პაატა ასრათაშვილმა.

ტყის მასივში, ცეცხლის ჩაქრობას მეხანძრე მაშველების რამდენიმე ჯგუფი და მოსახლეობა ცდილობს.