ლურჯი ავტობუსების ნაწილი სამარშუტო ხაზიდან დროებით მოიხსნა
თბილისში მოძრავი MAN-ის ფირმის 10-მდე ახალი ავტობუსი მოქალაქეებს დროებით ვერ ემსახურება. როგორც Allnews.ge-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ავტობუსები ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად მსუბუქად დაზიანდა. შესაბამისად, ისინი სერვისცენტრში გადაიყვანეს, სადაც ტექნიკური მომსახურება უტარდებათ.
გაჩერებულ ავტობუსებს შორის არის თითო-თითო 37 და 9 ნომერი ავტობუსებიც. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განმარტებით, ავტობუსები ხაზზე ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ დაბრუნდებიან.