ნისლი, წვიმა და თოვლჭყაპი - როდის ველოდოთ გამოდარებას?
დღეს და ხვალ დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ნისლი, – ამის შესახებ Allnews.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
სინოპტიკოსის თქმით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში დაახლოებით 17–22 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 9–14 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, – "შესაძლებელია ღამისა და დილის საათებში მაღალმთიან ზონაში ზოგან თოვლჭყაპიც აღინიშნოს," – აღნიშნავს დოდო გვაზავა.
11 ნოემბრიდან შედარებით გამოიდარებს, ტემპერატურა მოიმატებს და 16 ნოემბრის ჩათვლით უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდებ.
"მიუხედავად ამისა, 14 ნოემბერს შესაძლებელია, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა დაფიქსირდეს, ასევე გამორიცხული არ არის, რომ 16 ნოემბრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მცირე წვიმა და ნისლი დაფიქსირდეს" – განმარტავს სინოპტიკოსი.
როგორც დოდო გვაზავა აღნიშნავს, როგორც წესი, ნოემბრის თვე საქართველოში შედარებით თბილი და უნალექოა.
მკითხველის კომენტარები
(3)
სტალინმა ჰკითხა სინოპტიკის სამსახურის ხელმძღვანელს, რამდენი პროცენტით სრულდება თქვენი პროგნოზიო. <br />-40%-ით ამხანაგო სტალინ იყო პასუხი.<br /> მერე თქვე დალოცვილებო პირიქით თქვით ხოლმეო???
როგორც გინდათ ისე გაიგეთო ,ბრძანა სინოპტიკოსმა