საზოგადოება
21.02.2017 / 10:02
შრიფტის ზომა:

1-ელი მარტიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად ახალი კრიტერიუმები ამოქმედდება

1-ელი მარტიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად ახალი კრიტერიუმები ამოქმედდება

1-ელი მარტიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად ახალი კრიტერიუმები ამოქმედდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მისი თქმით, სელექტიური კონტრაქტირება პირველ რიგში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებას შეეხება.

"ეს არის პირველი ნაბიჯი იმ რეფორმების, რომლის შესახებაც განაცხადა ჯანდაცვის სამინისტრომ. კერძოდ, ეს არის სელექტიური კონტრაქტირება სამედიცინო დაწესებულებების, რომლის ამოცანაც არის უფრო მაღალი ხარისხის დანერგვა. პირველ ეტაპზე ეს შეეხო ყველაზე უფრო მნიშვნელოვან მიმართულებას - დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობას.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

შემოვიდა დამატებითი კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში დიდ ქალაქებში სამედიცინო დაწესებულებებს შესაძლებლობა ექნებათ, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩაერთონ. ეს კრიტერიუმი მოიცავს რამდენიმე მიმართულებას, დაწყებული ინფექციებზე კონტროლის ხარისხით, ახალშობილთა და ორსულთა მოვლით და ასევე, გარკვეულ ინფრასტრუქტურულ და აღჭურვილობით კრიტერიუმებს.

ამ ინიციატივას წინ უძღვოდა 2-წლიანი მუშაობა, როდესაც მთელი საქართველოს მასშტაბით შეფასდა სამედიცინო დაწესებულებები დედათა და ბავშვთა მიმართულებით. განისაზღვრა ის აუცილებელი ცვლილებები, რომელიც უკვე უახლოეს დღეებში შევა ძალაში. ჩვენ ვფიქრობთ, უკვე 1-ელი მარტიდან ეს ახალი კრიტერიუმები ამოქმედდება. მიზანია, შეჯამებულად უზრუნველყოს უფრო მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება და ხარჯეფექტური მოვლა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე სავალდებულო ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს | Allnews.Ge

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე სავალდებულო ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

კეთდება გრაფიკი, რომლის მიხედვით, ორი წლის განმავლობაში ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას ტექნიკური ინსპექტირების გავლა მოუწევს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა განუცხადა.

აქვე ჩერქეზიშვილმა განმარტება გააკეთა "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონის გარდამავალი დებულებებიდან იმ მუხლის ამოღების შესახებ, რომლითაც საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და რეგისტრირებული ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება ახალი წლიდან სავალდებულო ტექდათვალიერებას ექვემდებარება.

"ჩვენ ვაცხადებთ, რომ 2018 წლის 1-ელი იანვრიდან რეფორმა იწყება და მომდევნო 2 წლის განმავლობაში ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარება. დღეს არსებობენ ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთაც ტექნიკური ინსპექტირების გავლა წელიწადში ორჯერ უწევთ, რაც მისი მახასიათებლებიდან გამომდინარეობს.

აღნიშნული მუხლის კანონიდან ამოღება გამოწვეულია იმით, რომ მთავრობამ უნდა განიხილოს ტექნიკური რეგლამენტი, როგორც ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებისათვის და იქ მომუშავე ადამიანებისთვის, ასევე თვითონ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის. აღნიშნული ჩანაწერის კანონში დატოვება გამოიწვევევდა იმას, რომ მეორე დღესვე ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნებოდა დაჯარიმებული. აღნიშნული ნორმის დატოვება ნიშნავს იმას, რომ 1 200 000 ავტოსატრანსპორტო საშუალება 1-ელი იანვრისათვის ინსპექტირებაზე უნდა მიიყვანონ. კეთდება გრაფიკი, რომლის მიხედვით 2 წლის განმავლობაში ყველას მოუწევს ტექნიკური ინსპექტირების გავლა", - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ჩერქეზიშვილმა.