თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 საათის განმავლობაში ევაკუირებული იყო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გუშინ ერთი საათის განმავლობაში ევაკუირებული იყო. ამის მიზეზი გახდა 112-ში შესული შეტყობინება, რომლის შინაარსსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასაჯაროებს. თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ ადგილი ჰქონდა ცრუ განგაშს. მომხდარის გამო რამდენიმე ავიარეისი დაგვიანებით შესრულდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცრუ შეტყობინებასთან დაკავშირებით გამოძიება შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისან-სამგორის სამმართველოში სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით დაიწყო.
"შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში შევიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც, პოლიციამ დაიწყო შესაბამისი მოქმედებების განხორციელება. მოხდა მგზავრების ევაკუაცია, დეტალურად შემოწმდა აეროპორტის ორივე ტერმინალი და მიმდებარე ტერიტორია. მყისიერად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ მიღებული შეტყობინება სიმართლეს არ შეესაბამებოდა", - აღნიშნეს შსს-ში.
მკითხველის კომენტარები
(0)