
არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორის" ხელმძღვანელი დიმიტრი ბიძინაშვილი თბილისის მერიაში ყანწით მივიდა. ამასთან, მან მერიის კანცელარიაში ცნობილი თამადების CV-ები დატოვა.
"მედიატორის" თავმჯდომარე დიმიტრი ბიძინაშვილის განმარტებით, მათ მიერ მიტანილი CV-ებით თბილისის მერს მომავალში კადრების შერჩევა გაუადვილდება.
"კახა კალაძემ გუშინ განაცხადა, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქალაქო სამსახურის უფროსად ნიშნავდა პირს, რომელიც არის საუკეთესო თამადა. ამ განცხადების შემდეგ ჩვენ მოგვმართა რამდენიმე მოქალაქემ, რომ გაგვეწია რეკომენდაცია, რომ ის არის კარგი თამადა. ეს ადამიანები არიან ძალიან კარგი თამადები, კარგად მღერიან, აქვთ სოციალურ ქსელში ორი "ექაუნთი" და მესამეს გაკეთებაც არ არის პრობლემა. ჩავთვალეთ, რომ ეს ადამიანები ყველა იმ კრიტერიუმს აკმაყოფილებენ, რაც ბატონი კახისთვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა ბიძინაშვილმა "რუსთავი 2"-თან საუბარში.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თბილისის მერმა კახა კალაძემ გუშინ უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელ ნუგზარ ჭონქაძესთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა:
"ეს ადამიანი წლების განმავლობაში მუშაობდა უსაფრთხოების სამსახურში, ფინანსურ პოლიციაში, იყო "პროგრესბანკის" უსაფრთხოების სამსახურში. სხვა რომელ წარსულზე საუბრობთ? არის ჩოხოსანი, კარგი თამადა და კიდევ რა გაინტერესებთ? საინტერესოა, რომ განცხადებებს ვისმენთ მათგან, ვისაც ხელები სისხლში ჰქონდათ გასვრილი, ეს ადამიანები წლების განმავლობაში აუპატიურებდნენ ცოცხებით. მე არ მიყვარს წარსულ წლებზე საუბარი, რადგან ხალხი ელოდება მომავალ განვითარებას, ელოდება, რომ მნიშვნელოვანი პროექტები განხორცილდება, თუმცა მიწევს მიხეილ სააკაშვილის 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის შეხსენება, რაც ბობოქრობდა ჩვენს ქვეყანაში. უხერხულია ეს ადამიანები ჰომოფობიურ განცხადებებზე იძლეოდნენ შენიშვნებს".
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორის" ხელმძღვანელი დიმიტრი ბიძინაშვილი თბილისის მერიაში ყანწით მივიდა. ამასთან, მან მერიის კანცელარიაში ცნობილი თამადების CV-ები დატოვა.
"მედიატორის" თავმჯდომარე დიმიტრი ბიძინაშვილის განმარტებით, მათ მიერ მიტანილი CV-ებით თბილისის მერს მომავალში კადრების შერჩევა გაუადვილდება.
"კახა კალაძემ გუშინ განაცხადა, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქალაქო სამსახურის უფროსად ნიშნავდა პირს, რომელიც არის საუკეთესო თამადა. ამ განცხადების შემდეგ ჩვენ მოგვმართა რამდენიმე მოქალაქემ, რომ გაგვეწია რეკომენდაცია, რომ ის არის კარგი თამადა. ეს ადამიანები არიან ძალიან კარგი თამადები, კარგად მღერიან, აქვთ სოციალურ ქსელში ორი "ექაუნთი" და მესამეს გაკეთებაც არ არის პრობლემა. ჩავთვალეთ, რომ ეს ადამიანები ყველა იმ კრიტერიუმს აკმაყოფილებენ, რაც ბატონი კახისთვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა ბიძინაშვილმა "რუსთავი 2"-თან საუბარში.
თბილისის მერმა კახა კალაძემ გუშინ უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელ ნუგზარ ჭონქაძესთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა:
"ეს ადამიანი წლების განმავლობაში მუშაობდა უსაფრთხოების სამსახურში, ფინანსურ პოლიციაში, იყო "პროგრესბანკის" უსაფრთხოების სამსახურში. სხვა რომელ წარსულზე საუბრობთ? არის ჩოხოსანი, კარგი თამადა და კიდევ რა გაინტერესებთ? საინტერესოა, რომ განცხადებებს ვისმენთ მათგან, ვისაც ხელები სისხლში ჰქონდათ გასვრილი, ეს ადამიანები წლების განმავლობაში აუპატიურებდნენ ცოცხებით. მე არ მიყვარს წარსულ წლებზე საუბარი, რადგან ხალხი ელოდება მომავალ განვითარებას, ელოდება, რომ მნიშვნელოვანი პროექტები განხორცილდება, თუმცა მიწევს მიხეილ სააკაშვილის 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის შეხსენება, რაც ბობოქრობდა ჩვენს ქვეყანაში. უხერხულია ეს ადამიანები ჰომოფობიურ განცხადებებზე იძლეოდნენ შენიშვნებს".
მკითხველის კომენტარები
(0)