ზუგდიდში 27 წლის მამაკაცმა ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად ხელის მტევანი დაკარგა
წალენჯიხაში ახალგაზრდა მამაკაცს კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აუფეთქდა, რის შედეგადაც მარცხენა ხელის მტევანი დაკარგა.
წალენჯიხის ახლად არჩეული მერის, ბესიკ ფარცვანიას ინფორმაციით, დაშავებული 27 წლისაა და ზუგდიდის რეფერეალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
"ზუგდიდში ვიყავი, რომ დამირეკეს. დეტალურად მეც არ ვიცი, მაგრამ როგორც მაქვს ინფორმაცია, დაშავებული სათევზაოდ მიდიოდა, როდესაც კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აუფეთქდა", - აღნიშნა ფარცვანიამ.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწო. შემთხვევა წალენჯიხაში დღეს დილით მოხდა.