29 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
20.11.2017 / 06:11
შრიფტის ზომა:

კიევიდან დეპორტირებულმა ოპერატორმა ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x

"რუსთავი 2”-ის კიევის ბიუროს ოპერატორმა თამაზ შავშიშვილმა ფოთის პორტში მყოფი ბორანი, სახელწოდებით “ვილნიუსი” წუხელ, გვიან ღამით დატოვა. მან ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა და გაიხსენა, რა ვითარებაში მოხდა მისი დაკავება. მისივე ინფორმაციით, მას უკრაინამ სამწლიანი დეპორტაცია გაუკეთა, მანამდე კი უკრაინაში ცხოვრების ვადა 24 ნოემბრამდე ჰქონდა განსაზღვრული.

"დღის 11:00 საათი იყო, ავტომატებით შეიარაღებული 15-მდე სპეცრაზმელი შემოვიდა. სახეში ჩამარტყეს პისტოლეტი, ძირს დამაწვინეს და ფეხებს მირტყამდნენ. ვერ მივხვდი რა ხდებოდა. თვალები "სკოჩით" ამიკრეს და გამომიყვანეს. ვერ ვხვდებოდი სად მივყავდი. შემდეგ შემაგდეს მიკროავტობუსის საბარგულში და გაურკვეველი მიმართულებთ წამიყვანეს. ვერაფერს ვხედავდი, მაგრამ როგორც მივხვდი, მანქანა გამოცვალეს, სხვა მანქანაში გადამიყვანეს. ამის შემდეგ კიდევ ორჯერ გამოცვალეს მანქანა. მერე ვერტმფრენების ხმა გავიგე, აეროპორტში. ვერტმფრენში ამიყვანეს. რაღაცეები წამიკითხეს, რომ სამი წელი ვეღარ შემოხვალ... ვერტმფრენში ძირს დამაწვინეს და გაურკვეველი მიმართულებით გავფრინდით. დახლოებით ორი საათი ვიფრინეთ, სადღაც ჩავფრინდით, ისევ სპეცრაზმის მანქანა დამხვდა და აღმოვჩნდი გემზე. ეს მთელი დღე გრძელდებოდა, ვეღარ ვგრძნობდი ვერაფერს, უკვე სისხლი გამდიოდა სახიდან", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თამაზ შავშიშვილმა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მისივე ინფორმაციით, საქართველოს სხვა მოქალაქეები სხვადასხვა ქალაქებიდან აიყვანეს და ისინი უკვე გემზე ნახა. შავშიშვილის განმარტებით, სულ 10-მდე ქარველის დეპორტაცია მოხდა. "უკრაინიდან მოგვყვებოდა ბადრაგი, სპეცრაზმის წარმომადგენელი. 20-მდე იქნებოდა, ახლა ისინი ყველანი არიან გემზე. ამ შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე უკრაინის ინფორმაციის სამინისტრომ მომცა ცნობა, რომ მე ვიყავი უკრაინაში აკრედიტებული ჟურნალისტი", - აღნიშნა თამაზ შავშიშვილმა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

კიევიდან დეპორტირებულმა ოპერატორმა ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა | Allnews.Ge