H&M-ის თბილისის ფილიალში უცხოელი კონსულტანტებიც მუშაობენ - როგორია კომპანიის განმარტება?
რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისში გახსნილი შვედური ტანსაცმლის ბრენდის H&M-ის ფილიალში მომხმარებლებს უცხოელი კონსულტანტები ემსახურებიან, რამაც საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია.
Allnews.ge-მ გავრცელებული ინფორმაცია H&M-ის ადმინისტრაციასთან გადაამოწმა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომხმარებლებს ძირითადად, ქართველი კონსულტანტები ემსახურებიან.
"H&M-ის პირველ ქართულ მაღაზიაში, რომელიც 18 ნოემბერს "გალერია თბილისში" გაიხსნა, ძირითადად გვყავს ქართველი თანამშრომლები, მათ შორის, დეპარტამენტის მენეჯერები, ასევე მაღაზიის მენეჯერიც არის ქართველი. როგორც ყველა ახალ ქვეყანაში, საქართველოშიც გვყავს დამხმარე თანამშრომლები ჩვენი მაღაზიებიდან, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ ქართველი თანამშრომლების ტრენინგის პროცესში. ამ მომენტისათვის ჩვენ გვყავს კოლეგები ხორვატიიდან, რომლებიც ეხმარებიან ქართველებს, სწორედ ამიტომაც, შესაძლოა, შენიშნეთ ინგლისურად მოსაუბრე თანამშრომლები", - განმარტავენ H&M-ში.
როგორც კომპანიაში Allnews.ge-ის განუცხადეს, თბილისის ფილიალში მუშაობს 74 ქართველი თანამშრომელი, მათ შორის, დეპარტამენტის მენეჯერები და მაღაზიის მენეჯერი. და დამხმარე 34 თანამშრომელი, რომლებიც ქართველ კოლეგებს ეხმარებიან.