ფოთი-ყულევის სანაპირო ზოლში 6-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი
სინოპტიკოსები ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში ხვალ 6-ბალიან შტორმს ელოდებიან. მათი განცხადებით, უამინდობა სამი დღის მანძილზე გაგრძელდება.
"ფოთი-ყულევის სანაპირო ზოლში მომდევნო სამი დღის განმავლობაში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე 15 მეტრი წამში იქნება. საშტორმო მდგომარეობა 24 ნოემბრამდე შენარჩუნდება", - განაცხადა ჰიდროგრაფიული სამსახურის, სინოპტიკური სამმართველოს წარმომადგენელმა ტატიანა კარასევამ სინოპტიკოსების ინფორმაციით, 25 ნოემბრიდან გამოიდარებს.
მკითხველის კომენტარები
(0)