31 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საინტერესო
14.07.2019 / 08:07
შრიფტის ზომა:

"2 ფინჯანი ყავა სავსებით საკმარისია..." - ენდოკრინოლოგი გვირჩევს, როდისაა ყავის დალევა უმჯობესი და რისთვის არის ის კარგი

"2 ფინჯანი ყავა სავსებით საკმარისია..." - ენდოკრინოლოგი გვირჩევს, როდისაა ყავის დალევა უმჯობესი და რისთვის არის ის კარგი

ბევრ ადამიანს ყავის გარეშე ყოველდღიურობა ვერ წარმოუდგენია. მეტიც, ეს რუტინა გაღვიძებისთანავე იწყება. მისაღებია თუ არა უზმოზე ყავის დალევა, რამდენი ფინჯანია დღის განმავლობაში რეკომენდებული და რაში გვეხმარება ყავა, ენდოკრინოლოგი, მაკა კორინთელი საუბრობს:

- ყავა უზმოზე შეიძლება დაილიოს იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს არ აქვს კუჭ-ნაწლავის პრობლემა. თუ მას აქვს გასტრიტი, წყლული და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში, ყავის მიღება უზმოზე არ არის რეკომენდებული. თუ არ არის ლორწოვანის პრობლემა, მაშინ შეიძლება ყავის მიღება დილით.მინდა ვთქვა, რომ ყავა ძალიან კარგი ნაღვლმდენი საშუალებაა. შესაბამისად, ნაღვლის ბუშტისთვის კარგია. უზმოზე მიღებული ყავა ხელს უწყობს ნაღვლის გადმოდინებას ნაღვლის ბუშტიდან. ასე სუფთავდება ნაღვლის ბუშტი. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, თუ ადამიანებს კუჭის პრობლემები აქვთ, ამ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული. ამიტომაც, პაციენტებს ინდივიდუალურად ვურჩევთ, როდის და როგორ დალიონ ყავა.

- ამ შემთხვევაში არის განსხვავება ხსნად ყავასა და ნალექიან ყავას შორის?

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

- არა. ჩვენ არ ვიცით, ხსნადი ყავა რა მარცვლისგან მზადდება ისევე, როგორც არ ვიცით არახსნადი ყავა როგორ მზადდება. რა თქმა უნდა, გამომწვარი, გამოფიტული ყავა, რომელიც არ უნდა იყოს, ცუდია.

- რა კავშირია მაღალ წნევასა და ყავას შორის?

- თავად კოფეინი, რა თქმა უნდა, ოდნავ უმატებს წნევას. კოფეინი აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას და ავიწროებს სისხლძარღვებს. აგრეთვე მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, რომელიც იწვევს გულის კუნთის სიხშირის მატებას ანუ გულის აჩქარებას. მაგრამ, აქაც გააჩნია, რამდენ ფინჯანსა და რა ხარისხის ყავას დავლევთ. ხსნადსა და არახსნადზე არ ვსაუბრობ, აქცენტს ვაკეთებ სუფთა, კარგი მარცვლით გაკეთებულ ყავაზე.

- ხშირად მოგვისმენია ადამიანებისგან, რომ დღის განმავლობაში 4-5 ფინჯან ყავას მიირთმევენ. რამდენი ჭიქაა რეკომენდებული დღეში და რამდენად ნორმალურია ამ რაოდენობით ყავის მიღება? წაიკითხეთ სრულად

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

სპეცოპერაციისას განხორციელებული სროლისა და აფეთქებების შედეგად ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა | Allnews.Ge

სპეცოპერაციისას განხორციელებული სროლისა და აფეთქებების შედეგად ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციისას განხორციელებული სროლისა და აფეთქებების შედეგად ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, დაჭრილი სპეცრაზმელი საავადმყოფოში ამ წუთებში გადაჰყავთ.

სხვა დაჭრილების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

სპეცოპერაციის ადგილზე სროლისა და აფეთქებების შედეგად ცეცხლი გაჩნდა. ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მე-3 და მე-4 სართულებზეა გავრცელებული.

ჩამსხვრეულია რამდენიმე ბინის ფანჯრები. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული. ტერიტორიაზე შევიდა სასწრაფო დახმარების სამსახურის დამატებითი ბრიგადებიც.

ამ დროისთვის სპეცოპერაციის ადგილზე სროლის და აფეთქებების ხმა აღარ ისმის.