სასტუმრო "ლეო გრანდში" 100-მდე მეხანძრე მუშაობს - ცხედრები პროზექტურაშია გადასვენებული
ბათუმში სასტუმრო "ლეო გრანდში" დაშავებულთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ორ მათგანს მოტეხილობა აღენიშნება, ხოლო რვას ძირითადად კვამლის შედეგად ინტოქსიკაცია აქვს მიღებული. ისინი ბათუმის სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან მოთავსებული.
გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, რომელთა ცხედრები ბათუმის სამხარაულის სახელობის პროზექტურაშია გადასვენებული.
ადგილზე ამ დრომდე მუშაობს სამაშველო სამსახურის 16-მდე მანქანა და 100-მდე მეხანძრე მაშველი. კვლავ მიმდინარეობს ევაკუაცია.