კობი-გუდაურის მონაკვეთზე ტრაილერი ამობრუნდა
კობი-გუდაურის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სავარაუდოდ, უამინდობის გამო ტრაილერი ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.