28 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
28.11.2017 / 12:11
შრიფტის ზომა:

ქობულეთში სპეცოპერაციისას დაკავებულ ქალს, შესაძლოა, ტერორიზმთან ჰქონდეს კავშირი

ქობულეთში სპეცოპერაციისას დაკავებულ თურქეთის მოქალაქე ქალს, შესაძლოა, ტერორიზმთან ჰქონდეს კავშირი. აღნიშნულ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია", საქმის პროკურორზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს იმსჯელა. როგორც ტელეკომპანია აღნიშნავს, ბრალის შესახებ საუბრისას პროკურორმა პროცესზე ახსენა, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქემდებები, რათა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირი ბრალდებულ თურქეთის მოქალაქეს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

გარდა ამისა, "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოღებულია ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ბათუმსა და ქობულეთში. ასევე, სამართალდამცველებმა ერთ-ერთი მდინარის პირას ჩამარხულ კასრში ხელყუმბარები იპოვეს.

თურქეთის მოქალაქე ქობულეთში 25 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა ედება.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ქობულეთში სპეცოპერაციისას დაკავებულ ქალს, შესაძლოა, ტერორიზმთან ჰქონდეს კავშირი | Allnews.Ge