
ფაქტზე, რომ სოციალური ქსელი შეიძლება ბავშვების გამტაცებელთათვის ხელშემწყობი ფაქტორი იყოს დიდი ხანია საუბრობენ. ამის წინააღმდეგ მიმართული სოციალური კამპანიები თავად Facebook-ზეც არაერთხელ გაზიარებულა. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური კამპანია კი პირველ კლასელ გოგონას და მისი დედის დაუფიქრებელ ქმედებას ეხება. სოციალური კამპანია Facebook-ზე სათაურით: "მან უცნობი მამაკაცი დაიმატა და ამის გამო მთელი ცხოვრება ინანა" ვრცელდება.
Allnews.ge სოციალური კამპანიის ზედმიწევნით თარგმანს გთავაზობთ:
"თქვენთვის უცნობი მამაკაცი Facebook-ზე მეგობრობას გიგზავნით. მას არ იცნობთ, თუმცა, პროფილის სურათზე საკმაოდ სიმპათიურად გამოიყურება, ამიტომ მეგობრებში იმატებთ.
დღეს თქვენი ქალიშვილის პირველი დღეა სკოლაში. ისე მშვენივრად გამოიყურება თავის ახალ ფორმაში, რომ მისთვის ფოტოს გადაღება მოგინდათ. ფოტოს გადაღების შემდეგ მას Facebook-ზე ტვირთავთ, რათა მეგობრებსა და ოჯახის სხვა წევრებს გაუზიაროთ. შვილის პირველი სასწავლო დღით იმდენად აღფრთოვანებული ხართ, რომ სოციალურ ქსელში სკოლის ადგილმდებარეობას ნიშნავთ და თანაც პოსტს აქვეყნებთ: "დაჯერება მიჭირს იმდენად გაიზარდა. დრო ნამდვილად მიფრინავს. ამაყი დედა/მამა აქ არიან".
ამასობაში თქვენთვის უცნობი ადამიანი, რომელიც ამ დილით Facebook-ზე ნაჩქარევად დაიმეგობრეთ, თქვენს მიერ გამოქვეყებულ ფოტოს თავის ტელეფონში ინახავს და მას შეტყობინების სახის მსოფლიოში 60 სხვადასხვა მამაკაცს უგზავნის წარწერით - ამერიკელი 5 წლის გოგო, ყავისფერი თმები, შავი თვალები; 5 ათასი დოლარი.
თქვენ ბავშვების გამტაცებლები არა მხოლოდ თქვენი შვილის ფოტოთი უზრუნველყავით, არამედ მას შვილის სახელი და სკოლის კონკრეტული ადგილმდებარეობაც გადაეცით.
3 საათზე შვილის სკოლიდან გამოსაყვანად მიდიხართ, თუმცა, მას ვერსად პოულობთ.
თქვენი შვილი 43 წლის პედოფილზე იქამდე გაიყიდა, სანამ დილით სახლიდან გამოხვიდოდით და ახლა ის სამხრეთ აფრიკაში თავზე ტომარა ჩამოცმული, დაბნეული, შეშინებული და ატირებული მიემგზავრება, რადგან მამაკაცმა, რომელიც მას აქამდე არასდროს უნახავს, ის სკოლიდან გამოიყვანა და ახლა მან არ იცის სად არიან მისი მშობლები, სად მიდის ან რა ელის.
არ დაიმეგობროთ უცნობი ადამიანები სოციალურ ქსელში და შეწყვიტეთ Facebook-ზე თქვენს შესახებ ყველანაირი ინფორმაციის გავრცელება.
არ გამოიყენოთ თქვენი შვილი გამოსახულება პროფილის ფოტოდ".
დაფიქრდით სანამ "ფეისბუქზე" ბავშვის ფოტოს გააზიარებთ
ამ პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სპეციალისტები გვირჩევენ, დავფიქრდეთ, ვიდრე უცნობ ადამიანებს ვიმატებთ მეგობრებში და ვიდრე ჩვენი შვილების ფოტოებს ვტვირთავთ.