30 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რუსთაველის გამზირი დროებით გადაიკეტება | Allnews.Ge

რუსთაველის გამზირი დროებით გადაიკეტება

დღეს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის სამუშაოების გამო, ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე რუსთაველის გამზირი გადაიკეტება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ასევე, დღეს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა კოსტავას გამზირზე, თბილისის საკონცერტო დარბაზიდან მეტრო რუსთაველამდე.

ილუმინაციების სამონტაჟო სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე, ამავე საათებში, 4 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

სამუშაოებს შპს "თბილსერვის ჯგუფი" ახორციელებს.

თბილისის მერია საზოგადოებას შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.