პოლიტიკა
07.10.2017 / 13:10
შრიფტის ზომა:

თბილისში გაკეთებული განცხადების გამო, ანდრეი შევჩენკო, შესაძლოა, 2000 ლარით დაჯარიმდეს

თბილისში გაკეთებული განცხადების გამო, ანდრეი შევჩენკო, შესაძლოა, 2000 ლარით დაჯარიმდეს

ცნობილი უკრაინელი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო თბილისში გაკეთებული განცხადების გამო, შესაძლოა, 2000 ლარით დაჯარიმდეს. აღნიშნული ოდენობის ჯარიმას ის კანონდარღვევა ითვალისწინებს, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მტკიცებით, შევჩენკომ ჩაიდინა. უფრო კონკრეტულად, საიამ ცესკოს საჩივრით მიმართა, სადაც აღნიშნულია, რომ ცნობილმა უკრაინელმა ფეხბურთელმა საქართველოს საარჩევნო კოდექსის ნორმა დაარღვია. შეგახსენებთ, რომ თბილისში გამართული მატჩის შემდეგ, ანდრეი შევჩენკომ თქვა: "მოხარული ვარ აქ ყოფნით. გულით ვუსურვებ წარმატებას ჩემს მეგობარ კახი კალაძეს. დარწმუნებული ვარ, ის კარგი მერი იქნება."

როგორც საიას საარჩევნო და თვითმართველობის პროექტების კოორდინატორმა ირმა პავლიაშვილმა Allnews.ge-სთან საუბარში განმარტა, ამ შემთხვევაში დაირღვა კოდექსის ნორმა, რომელიც საუბრობს იმაზე თუ ვის შეუძლია და ვის არ შეუძლია აგიტაციაში მონაწილეობის მიღება.

"საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტში პირდაპირ არის განსაზღვრული, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს აკრძალული აქვთ წინასაარჩევნო კამპანიის აგიტაციაში ჩართვა და მისი განხორციელება. სწორედ აი ამ დარღვევასთან დაკავშირებით სავარაუდოდ დავაფიქსირეთ ეს, როდესაც შევჩენკომ კომენტარი გააკეთა მატჩის შემდგომ და თქვა, რომ ის კალაძის მხარდასაჭერად იყო ჩამოსული და კალაძე კარგი მერი იქნებოდა. ამასთან დაკავშირებით წარვადგინეთ ჩვენ საჩივარი საარჩევნო ადმინისტრაციაში"- განმარტა ირმა პავლიაშვილმა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

საიას საარჩევნო და თვითმართველობის პროექტების კოორდინატორის თქმით, საარჩევნო კოდექსით თვითონ აგიტაციაც განმარტებულია. მე-2 მუხლის "ჰ1" ქვეპუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაცია არის ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე, ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა.

ირმა პავლიაშვილით თქმით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ცესკოს მხრიდან შესაბამის რეაგირებას ელის.

მკითხველის კომენტარები
(11)

ნიკო
23 მარტი , 2017 20:03

ხატია! თქვენ ადვიკატად გამოდგებით. რომ არ დაეკონკრეტებიათ მაშინ თავისთავად ყველა წამკითხველი იგულისხმებდა რომ საჭესთან მამაკაცი იჯდა, მაგრამ სინამდვილეში მამაკაცი კი არა ქეციანი თხა იჯდა. მამაკაცებსაც მოსდით ასეთი შემთხვევა მაგრამ უფრო იშვიათად. რაც არ არის ქალის საქმე ნუ ეკვეხებიან. ვის აწონებენ თავს და ვის ჯიბრზე ყიდულობენ მანქანებს? ქალი საჭესთან და ნასვამი მამაკაცი საჭესთან ერთიდა იგივეა. რატომ აგდებთ სხვის სიცოცხლეს საფრთხეში? ქალბატონებისათვის პრაქტიკული გამოცდები უნდა გამკაცრდეს რაც შეიძლება. საჯესთან უნდა დაჯდნენ მხოლოდ ამ საქმეში ღირსეული ქალბატონები რომლებიც მართვაში კაცებს არ ჩამოუვარდებიან

ხატიას
23 მარტი , 2017 13:03

როგორ არ აღნიშნავენ მამაკაცსაც, - მაგალითად, მანქანას შუახნის მამაკაცი (ახალგაზრდა, ხანშიშესული) მამაკაცი მართავდაო, არ გსმენიათ მედიიდან? ისე, სიმართლე ითქვას, გენდერულ სოლიდარობას რომ თავი დავანებოთ, ეს პატარა გოგოშკები უფრო არიან ავარიული სიტუაციის შემქმნელიები სტატისტიკურად. არ იციან ტარება და მამიკოები, ბიძიკოები, სამსახურის უფროსიკოები მასობრივად ეხმარებიან მართვის მოწმობის აღებაში.. ავტომატიკის ცალკე გამოყოფამ სულ გააფუჭა სიტუაცია..

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

სპეოპერაციისას დაზარალებულ 35 მოქალაქეს ერთჯერადი დახმარების სახით 500 ლარი გადაეცემა | Allnews.Ge

სპეოპერაციისას დაზარალებულ 35 მოქალაქეს ერთჯერადი დახმარების სახით 500 ლარი გადაეცემა

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ რვა ოჯახს, რომელთაც 22 ნოემბერს ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად საცხოვრებელი სახლები სრულად გაუნადგურდათ, თითოეულ მოქალაქეზე ერთჯერადი დახმარების სახით, 500-500 ლარი გადაეცემა.

როგორც თბილისის მერიაში განაცხადეს, დახმარებას გაბრიელ სალოსის გამზირის მე-6 შესახვევის, N9 კორპუსის, მესამე სადარბაზოს I-III სართულზე და მეორე სადარბაზოს მეორე სართულზე მცხოვრები 35 მოქალაქე მიიღებს.

მერიის ინფორმაციით, მათ დასახმარებლად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ჯამში 17 500 ლარი გამოიყო.