
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის, ზაზა სოფრომაძის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე დაჭრილ მოზარდს რამდენიმე პროფილის ქირურგი ოპერაციას უტარებს.
როგორც სოფრომაძემ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მისვლის შემდეგ განაცხადა, მოზარდს რამდენიმე უმძიმესი ჭრილობა აქვს მიყენებული.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"მოზარდი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიყვანილია კრიტიკულ მდგომარეობაში. მას მიყენებული აქვს რამდენიმე უმძიმესი ჭრილობა. შეიძლება ითქვას, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა, ქირურგებმა შეძლეს გაჩერებული გულის პირობებში ჰემოდინამიკური მაჩვენებლების დასტაბილურება. ამჟამად მიმდინარეობს ოპერაცია. ჭრილობებიდან გამომდინარე, მულტიპროფილური გუნდი, რამდენიმე პროფილის ქირურგი მუშაობს ერთდროულად. ამჟამად მდგომარეობა მძიმეა, კრიტიკულია, თუმცა ექიმები იმედს არ კარგავენ. მიმდინარეობს ბრძოლა მოზარდის სიცოცხლის გადასარჩენად. რომ არა პატრულის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების ოპერატიული მუშაობა, დავკარგავდით მოზარდს", - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის, ზაზა სოფრომაძის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე დაჭრილ მოზარდს რამდენიმე პროფილის ქირურგი ოპერაციას უტარებს.
როგორც სოფრომაძემ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მისვლის შემდეგ განაცხადა, მოზარდს რამდენიმე უმძიმესი ჭრილობა აქვს მიყენებული.
"მოზარდი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიყვანილია კრიტიკულ მდგომარეობაში. მას მიყენებული აქვს რამდენიმე უმძიმესი ჭრილობა. შეიძლება ითქვას, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა, ქირურგებმა შეძლეს გაჩერებული გულის პირობებში ჰემოდინამიკური მაჩვენებლების დასტაბილურება. ამჟამად მიმდინარეობს ოპერაცია. ჭრილობებიდან გამომდინარე, მულტიპროფილური გუნდი, რამდენიმე პროფილის ქირურგი მუშაობს ერთდროულად. ამჟამად მდგომარეობა მძიმეა, კრიტიკულია, თუმცა ექიმები იმედს არ კარგავენ. მიმდინარეობს ბრძოლა მოზარდის სიცოცხლის გადასარჩენად. რომ არა პატრულის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების ოპერატიული მუშაობა, დავკარგავდით მოზარდს", - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მკითხველის კომენტარები
(0)