30 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

უახლოეს დღეებში ცალკეულ რაიონებში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი - წაიკითხეთ სინოპტიკოსების პროგნოზი | Allnews.Ge

უახლოეს დღეებში ცალკეულ რაიონებში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი - წაიკითხეთ სინოპტიკოსების პროგნოზი

6-8 დეკემბერს საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი - ამის შესახებ Allnews.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.

როგორც სინოპტიკოსი განმარტავს, 4-5 დეკემბერს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, - "დღეს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე ზოგან აღმოსავლეთის ძლიერი ქარი შენარჩუნდება, დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და სანაპირო რაიონებში ჰაერის მაქსიმალური ტემეპრატურა 16-დან 21 გრადუსამდე დაფიქსირდება, მთიან რაიონებში 11-16 და მაღალმთიან რაიონებში დაახლოებით, 7-დან 12 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოში კი 4-5 დეკემბერს დასავლეთთან შედარებით რამდენიმე გრადუსით განსხვავებული ტემპერატურა დაფიქსირდება. კერძოდ, ბარში მაქსიმალური ტემპერატურა 8-13 გრადუსის, მთიან რაიონებში 7-12 და მაღალ მთაში 6-11 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

5 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში ტემეპრატურამ შესაძლოა, რამდენიმე გრადუსით დაიკლოს, დაბლობში დაფიქსირდება დაახლოებით 12-17 გრადუსი, სითბო, მთიან რაიონებში 10-15 და მაღალ მთაში 5-10 გრადუსი სითბო.

"აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 8-13 გრადუსი, მთაში 7-12 და მაღალ მთაში 5-10 გრადუსი სითბო იქნება" - დასძენს დოდო გვაზავა.

ტემპერატურა კლება 5 დეკემბრის საღამოდან დაიწყებს და არამდგრადი ამინდი 8 დეკემბრის ჩათვლით შენარჩუნდება.

"საქართველოშია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი, ამიტომ 6-7 დეკემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, დასავლეთ საქართველოს სანაპირო და დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა 3-8 გრადუსის ფარგლებში, მთიან რაიონებში 0-5 და მაღალ მთაში 0-დან -5 გრადუსამდე დაფიქსირდება.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 6-7-8 დეკემბერს ბარში დაახლოებით 5-10 გრადუსია მოსალოდნელი. ჩრდილოეთის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია, დაახლოებით -1-დან -6 გრადუსამდე ყინვა დაფიქსირდეს. ზოგან გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი", - აღნიშნავს სინოპტიკოსი.

რაც შეეხება თბილისს, 6 დეკემბერს დედაქალაქში მოსალოდნელია წვიმა, რაც მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება, 7 დეკემბერს დროგამოშვებით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. დღის ტემპერატურა კი დაახლოებით 6-7 გრადუსი დაფქსირდება.

როგორც დოდო გვაზავა აღნიშნავს, 9 დეკემბრიდან შედარებით გამოიადრებს და ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს.