05 შაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

51-ე სკოლის მოსწავლეები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დღეს იხსენებენ | Allnews.Ge

51-ე სკოლის მოსწავლეები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დღეს იხსენებენ

51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნაწილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარს წინ იარაღის მუქარით კონფლიქტი უძღოდა.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას გარდაცვლილი მოსწავლეების კლასელები აცხადებენ, მომხდარი ფაქტი გარდაცვლილების პირად კონფლიქტს არ უკავშირდება.

პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეები მკვლელობაში ბრალდებულებს ახასიათებენ

"ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. ორივე ჩემი მეგობარი იყო და აუცილებლად მეცოდინებოდა რაიმე სერიოზული დაპირისპირება რომ მომხდარიყო. არავინ არ გადაადგილდება იარაღით. არც დათო და არც ლევანი კონფლიქტური არ იყვნენ. პირიქით, მათ ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. თვითონ ფაქტი, როგორც მე ვიცი, გამოიწვია არა მათმა კონფლიქტმა, არამედ სხვა მოსწავლის კონფლიქტმა", - აცხადებს ერთ-ერთი მე-11 კლასელი.

51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნაწილი კი აღნიშნავს, რომ მათ სკოლაში დაწყებულ კონფლიქტთან დაკავშირებით სმენიათ. როგორც სკოლის მოსწავლეების ნაწილი პირად საუბრებში აცხადებს, ადრე მცირე შეკამათებაც მოხდა სხვა სკოლის მოსწავლეებთან მელიქიშვილის ქუჩაზე.

"სკოლაში რამდენჯერმე იყო ჩხუბი, რაშიც მანდატურები ჩაერივნენ. ამისთვის სერიოზული ყურადღება არ მიგვიქცევია, ვინაიდან რაიმე განსაკუთრებული არ მომხდარა. ასევე სხვებისგან ვიცი რომ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე შელაპარაკება მოხდა სხვა სკოლის მოსწავლეებთან, თუმცა ეს არ მომხდარა სკოლაში, ეს იყო სკოლის გვერდით, ერთ-ერთ ეზოში", - აცხადებს 51-ე სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე.

მომხდარს ასევე ეხმაურებიან სკოლის მოსწავლეების მშობლების ნაწილიც და აცხადებს, რომ სკოლის ადმინისტრაცია მაქსიმალურად ყურადღებით აკვირდება მოსწავლეთა ქცევას, თუმცა აღნიშნავენ, რომ გასაკონტროლებელია სკოლის მიმდებარე ტერიტორიები, იქ სადაც არც მანდატურს და არც მასწავლებელს მოსწავლეთა გაკონტროლება არ შეუძლია.

51-ე საჯარო სკოლასთან მეორე დღეა იკრიბებიან რიგითი მოქალაქეები, რომლებიც გარდაცვლილთა პატივსაცემად ადგილზე მოაქვთ ყვავილები, ანთებენ სანთელს და აკეთებენ ჩანაწერებს.