05 შაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
04.12.2017 / 10:12
შრიფტის ზომა:

რა უფლება-მოვალეობა აქვს მანდატურს სკოლაში

განათლების და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილის, ლევან ზარდალიშვილის განცხადებით, მანდატურის სამსახურს სკოლაში მოსწავლეების შემოწმების და გაჩხრეკის უფლება არ აქვს.

როგორც ზარდალიშვილმა ჟურნალისტებს 51-ე საჯარო სკოლაში ადმინისტრაციასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, მანდატურის სამსახურს სკოლაში ბავშვზე ზრუნვის ფუნქცია აქვს და არა კონტროლის.

"მანდატურს აქვს გარკვეული ფუნქციები, რომელსაც ის ნამდვილად ასრულებს. წელიწადში ერთხელ მანდატური გადის ძალიან სერიოზულ წვრთნას, რომლის შემდეგაც გამოცდას აბარებს. როგორც იცით, 2013 წლიდან მანდატურის ფუნქციებში აღარ შედის სკოლის ადმინისტრაციის და პედაგოგის კონტროლი, თუმცა მას შენარჩუნებული აქვს ბავშვზე ზრუნვის და პირველადი საგანგაშო ნიშნების ამოცნობის ფუნქცია.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ შემთხვევაში მე არ მაქვს ინფორმაცია იმაზე, გაფრთხილებული ჰყავდათ თუ არა მანდატურებს მშობლები კონფლიქტური სიტუაციის შესახებ. ამაზე თავად მანდატურებს უნდა ჰკითხოთ. რაც შეეხება მოსწავლეების შემოწმებას, ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ეჭვი გაჩნდება, თუ დაინახავენ, რომ ბავშვი აგრესიულია, ვიღაცას ემუქრება.

ეს არის საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ჰკითხო ბავშვს, რამე ხომ არ უდევს ჯიბეში. ბავშვის გაჩხრეკის უფლება, გარდა პოლიციისა, არავის აქვს. ბავშვი რომ გაჩხრიკო, უნდა გამოიძახო პოლიცია. ზოგადად, მანდატურს ბავშვთან ურთიერთობაში ზრუნვის ფუნქცია აქვს და არა კონტროლის. მანდატურმა რომ პოლიციელი ჩაანაცვლოს, ასეთი პრაქტიკა არის აშშ-ში, მაგრამ ჩვენთან არა. აშშ-ში შემთხვევები ბევრად უფრო მეტად უსიამოვნო და სისხლიანია, ვიდრე აქ. ამიტომ ჩვენ ზრუნვის მეთოდს ვირჩევთ", - განაცხადა ზარდალიშვილმა.

რაც შეეხება სკოლაში პნევმატური იარაღის არსებობას, როგორც ზარდალიშვილმა აღნიშნა, მას ბავშვებისგან აქვს ინფორმაცია, რომ სკოლაში არა პნევმატური იარაღი, არამედ სათამაშო იარაღი იყო.

"ნამდვილად ვერ გეტყვით, რომელმა ბავშვმა მომაწოდა ეს ინფორმაცია, მაგრამ მე მაქვს ინფორმაცია, რომ ეს არის სათამაშო იარაღი", - აღნიშნა ზარდალიშვილმა.

მკითხველის კომენტარები
(4)

იზა
09 ივნისი , 2023 22:06

მანდატურს,თუ აქვს უფლება,იყოს იმავე სკოლაში კლასის დამრიგებელი?

ხატია
05 დეკემბერი , 2018 12:12

თუ გაჩხრეკვის უფლება არაქვთ და გვჩხრიკავენ ანუ დანაშაულია მათი?

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რა უფლება-მოვალეობა აქვს მანდატურს სკოლაში | Allnews.Ge