30 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
07.12.2017 / 07:12
შრიფტის ზომა:

მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულები პატიმრობას დღეს გაასაჩივრებენ

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულები, შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას - პატიმრობას დღეს გაასაჩივრებენ. ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი მერაბ მამულაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფთან პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება და გასაჩივრების თაობაზე პოზიციას ათანხმებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კიდევ ერთი ბრალდებულის ადვოკატმა იმედა ბეროშვილმა განუცხადა, დაცვის მხარეს აქვს ვადა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებისთვის. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას აუცილებლად გაასაჩივრებს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურამ პასუხისგებაში 5 პირი მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთს - გირაო, ხოლო ერთი ბრალდებული გადაეცა მშობლის - დედის მეთვალყურეობის ქვეშ.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულები პატიმრობას დღეს გაასაჩივრებენ | Allnews.Ge